error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/9c6d922cfb87ef8e232765ec184b1f84.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ტურისტები ზვიგენთან ფოტოსესიის გამო ჯარიმას გადაიხდიან (+ვიდეო)
ტურისტები ზვიგენთან ფოტოსესიის გამო ჯარიმას გადაიხდიან (+ვიდეო)
ტურისტების წყვილმა, რომელიც ბრაზილიის სანაპიროზე ისვენებდა, ზვიგენთან ერთად ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. გართობა პრობლემად იქცა: მტაცებელმა თევზმა ქალი დაკბინა და ფოტოსესიის ორივე მონაწილე დაჯარიმდა.

ტურისტებმა, რომლებიც ბრაზილიის არქიპელაგ ფერნანდუ-დი-ნორონიას სანაპიროზე დროს ატარებდნენ, ნაპირთან ახლოს პატარა ზვიგენი შენიშნეს. ამ ტერიტორიაზე კატეგორიულად აკრძალულია ფაუნის წარმომადგენლების შეწუხება. დამსვენებლებმა გადაწყვიტეს ზვიგენით ხელში ფოტო გადაეღოთ. ქალი მის დასაჭერად გაემართა, მამაკაცი კი მომხდარს ვიდეოფირზე იღებდა.

ასეთი შეხვედრები ხშირად ცხოველებითვის ტრაგიკულად მთავრდება. მაგალითდ 2016 წელს ტურისტმა კარგი კადრების გამო დელფინი დაღუპა. მაგრამ ამჯერად ზვიგენმა ქალს უკბინა და მან
თევზი უკან, ზღვაში გადაისროლა.

Zooclub
გამო ჯარიმას გადაიხდიან (+ვიდეო)" width="528" height="356" />

ტურისტმა მიმართა საავადმყოფოს, სადაც თითზე ნაკერები დაადეს. ასევე, ტურისტებს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო დაეკისრათ ჯარიმა, თითოს 3 000 დოლარის ოდენობით. თანხის ოდენობა ადგილობრივ ეკოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ დაწესდა.

მას შემდეგ, რაც ეკოლოგებმა ვიდეო გააანალიზეს, დაადგინეს, რომ ზვიგენი Negaprion brevirostris-ი უპასუხისმგებლო ადამიანების ინტერესის ობიექტი აღმოჩნდა.  ეს სახეობა კი გადაშენების პირასაა. გარდა ამისა, ტურისტებმა ასაკით პატარა თევზი დაიჭირეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მას ფოტოსესიის დროს ტრავმები მიეღო.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?