Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/aa004a36bf5ceba31d7d2b0775fe4325.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ორმეტრიანმა ზვიგენმა სერფერის დაფის ქვეშ ჩაყვინთა. ქალმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ის საშიშროება, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა და გაქცევა სცადა... (+ვიდეო)
ორმეტრიანმა ზვიგენმა სერფერის დაფის ქვეშ ჩაყვინთა. ქალმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ის საშიშროება, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა და გაქცევა სცადა... (+ვიდეო)
კაიტსერფინგის დროს ავსტრალიის სანაპიროზე ფრანგი მოგზაური თეთრ ზვიგენს გადაეყარა. ქალმა საშიში ზონის დატოვება დაზიანების გარეშე მოახერხა.

მოგვიანებით, ბლოგერმა 30 წლის იზაბელ ფაბრემ ზვიგენთან ამ საშინელი შეხვედრის შესახებ დაწერა. იზაბელი მოგზაურია. იგი მოგზაურობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სადაც სპორტის აქტიური სახეობებით არის დაკავებული, იღებს ფოტოებსა და ვიდეოებს.

კაიტსერფინგი ავსტრალიის სანაპიროზე მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა: რაღაც მომენტში იზაბელმა ძალიან ახლოს მუქი სილუეტი შეამჩნია, მაგრამ იფიქრა, რომ ეს მხოლოდ დელფინი იყო და სრიალი გააგრძელა. მხოლოდ მას მერე, რაც ორმეტრიანმა ზვიგენმა მისი დაფის ქვეშ ჩაყვინთა,
ქალმა მთლიანად გააცნობიერა ის საშიშროება, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა.

მისმა მეგობარმაც, რომელიც ნაპირიდან უპილოგო მფრინავ
ობიექტს მართავდა, შეამჩნია ზვიგენი. ის იზაბელს ნაპირიდან ეძახდა. ქალის სიტყვებით, მას იმ მომენტში თვალწინ მთელმა სიცოხლემ გაურბინა.

საბედნიეროდ, საკმაოდ კარგმა სერფინგისტმა ზვიგენს თავი დააღწია. ნაპირზეც კი, სადაც მას საშიშროება აღარ ემუქრებოდა, ქალი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იყო სტრესში. მომდევნო დღეებში სტრესის საწინააღმდეგო თერაპიით დაკავდა: ის 65 მეტრიან ხეზე აცოცდა და ზღვის ლომებთან ერთად იცურა.
თეთრ ზვიგენს (Carcharodon carcharias) კაციჭამია ზვიგენსაც ეძახიან. ეს განსაზღვრება არც მთლად ზუსტია: თეთრი ზვიგენები ადამიანებით არ იკვებებიან, თუმცა, მასთან შეხვედრის შემდეგ ხშირია ტრავმები და შედეგად სიკვდილიც კი. თავისი ბასრი კბილებით ისინი ყველა მოძრავ საგანს კბენენ, რაც კი წინ შეხვდებათ, მათ შორის სერფინგის დაფებსაც. 1990 წლიდან 2011 წლამდე თეთრმა ზვიგენმა 139 ადამიანი დააზიანა, მათგან 29 დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?