80 000 დოლარად ღირებული აკვარიუმის თევზი
80 000 დოლარად ღირებული აკვარიუმის თევზი
ადამიანების გარკვეული ნაწილი შინაურ ბინადრებს შორის სწორეოდ თევზებს ანიჭებს უპირატესობას, იმ მიზეზით, რომ ისინი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებენ - თევზები არ ხმაურობენ, არ არის საჭირო მათთვის დილით ადგომა და გასეირნება, შეგიძლია მთელი დღე დატოვო სახლში და არ ინერვიული იმაზე, რომ ის რამეს დააშავებს, ან მოიწყენს...… მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმში 80 000 დოლარად ღირებული პლატინის აროვანა გყავთ, ალბათ მისთვის არანაირი ძალისხმევა არ დაგენანებათ და მას ცივ ნიავსაც არ მიაკარებთ.

დღევანდელ ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებულ აკვარიუმის თევზად პლატინის აროვანა ითვლება, რადგანაც
ის, სელექციის შედეგად შემთხვევით იშვიათი შეფერილობის გამოვიდა. ასეთი ფერის თევზი დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმეა და
აკვარიუმის თევზებს შორის ფასის მიხედვით ლიდერობს.

Zooclub
თუმცა არსებობს აროვანას სხვადასხვა შეფერილობებიც, რომლებიც ასე კოლოსალურად ძვირი არ ღირს მაგ: 250 დოლარად ღირებული ცისფერი აროვანა, ასევე სულ რაღაც 40 დოლარიანი ვერცხლისფერი აროვანა.
შესაძლოა, აკვარიუმის თევზში გადახდილი 80 000 დოლარი ბევრისთვის ზღაპრული და გიჟური თანხაც იყოს, თუმცა მსოფლიოში არსებობენ აკვარიუმის თევზების ისეთი მოყვარულები, ვისაც არ ენანება უიშვიათესი შეფერილობის თევზსში ამხელა თანხის გადახდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?