არსება, რომელიც კამერამ პირველად დააფიქსირა - ზღვის ლალისებრი გველეშაპი (+ვიდეო)
ზღვის ლალისებრი გველეშაპი პირველად მოხვდა კამერაში. სან-დიეგოს უნივერსიტეტთან (კალიფორნია)
არსებული ინსტიტუტის ბიოლოგებს მართლაც გაუმართლათ. ეს უცნაური არსება 2016 წელს, ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე გადაიღეს, თუმცა, მხოლოდ ახლა გამოაქვეყნეს, როგორც კვლევითი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი.
აქამდე ამ სახეობას მხოლოდ მკვდრებს, ზღვის ნაპირზე გარიყულებს პოულობდნენ. ბიოლოგები იმედოვნებდნენ, რომ მათ ოდესმე ცოცხლად ნახავდნენ.
ეს ვიდეო მათ სამუშაოს ხელს შეუწყობს.
იხილეთ ვიდეო