აკვარიუმის თევზი რომელიც ვერ ცურავს
აკვარიუმის თევზი რომელიც ვერ ცურავს
ვინ წარმოიდგენდა, რომ თევზი, რომელიც ერთმა აკვარიუმის თევზების მოყვარულმა მიიყვანა შინ, ინვალიდი აღმოჩნდებოდა? ოქროს თევზი, რომელიც ამერიკელმა მამაკაცმა შეიძინა, ვერ ცურავდა და ფსკერზე იძირებოდა. 

თევზის პატრონი იხსნებს, რომ მისი პატარა ბინადარი ვერ აკონტროლებდა მოძრაობებს და გამუდმებით აკვარიუმის ფსკერზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მზრუნველმა პატრონმა  მას "საცურაო აღჭურვილობა" გაუკეთა, ოქროს თევზმა შეძლო ცურვა. ის ახლა სხვა თევზების მსგავსად დაცურავს და სრულფასოვნად იკვებება.
Zooclub

ინვალიდობის მიზეზი კი ის არის, რომ თევზს იმ შინაგანი ორგანოს ქრონიკული დაავადება სჭირს, რომელიც მის მოძრაობასა და ცურვას უზრუნველყოფს.
იმისათვის, რომ თევზს შეძლებოდა სხეულის ბალანსი და კონტროლი წყალში გადაადგილებისას, აუცილებელი იყო რაიმე დამხმარე საშუალება.
პატრონმაც გამოსავალი მოძებნა და თევზს გაუკეთა წყალში სამოძრაო მოწყობილობა.


მფლობელს სპეციალისტები ურჩევენ, რომ თევზი მცირე დოზით კვებოს და მოწყობილობა, რომელიც დაყენებული აქვს ცურვისთვის, ნელა მოძრაობდეს წყალში.

ტეგები
giorgi
ასეთი რამ ხშირად ემართებად აკვარეუმის თევზებს. მიზეზი ზედმეტი კვებაა. თევზი სუქდება და ზარმაცდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?