ვენეციის წყლებში მოხვედრილმა ვეშაპმა რამდენიმე გონდოლა კუდით თამაშისას ამოაბრუნა
ვენეციის  წყლებში მოხვედრილმა ვეშაპმა რამდენიმე გონდოლა კუდით თამაშისას ამოაბრუნა
ვეშაპმა, რომელიც კუდს ათამაშებდა, რამდენიმე გონდოლა ჩაძირა. შედეგად, ერთ-ერთი მგზავრი წყალში დაიხრჩო.

როგორც ჩანს, ვენეციაში ვეშაპი ჩრდილო ატლანტიკის მაგივრად, გიბრალტარის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ვეშაპი ვენეციის ნაპირებთან მოხვდა.

პირველად ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. იმ პერიოდში ადამიანებს საკვების მოძიება უჭირდათ, ამიტომ ვეშაპი მოკლეს და მისი ხორცი ადგილობრივმა მოსახლეობამ საკვებად გამოიყენა.

დღეს ომი წარსულს ჩაბარდა, ვეშაპის მოკვლა არავის უცდია, თუმცა, მან სერიოზული პრობლემები შექმნა. მისმა ძლიერმა, მოთამაშე კუდმა რამდენიმე ნავი ჩაძირა.

Zooclub

ეკოლოგებმა ვეშაპი აიძულეს, გემზე დამაგრებულ
სპეციალურ ხმას გაჰყოლოდა.

Zooclub

ვეშაპი გად
არჩა. ის დიდ წყლებში გაიყვანეს, თუმცა,  ვენეციაში მის სტუმრობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაიღუპა ერთი მგზავრი, რომელიც გადაბრუნებულ გონდოლაში იმყოფებოდა. ეს იყო იეჟეფ ბალჩიკი - ბიზნესმენი პოლონეთიდან.

ვენეციის მცხოვრებლებს ხშირად სტუმრობენ ზღვის ბინადრები.

Zooclub

გასული წლის დასასრულს, "გრანდ კანალის" შესასვლელთან, სანტა-მარია დელ ფიორეს ტაძართან, დელფინების აგრესიული ქცევის გამო, სანაპირო დაცვა იძულებული გახდა, გადაერჩინათ ხუთი გონდოლიერი, რომლებიც ზღვის ცხოველების თავდასხმის შედეგად, ნავიდან წყალში აღმოჩნდნენ.

ასევე იხილეთ:

ვეშაპი მეთევზეების ნავს მიუახლოვდა... მათგან დახმარებას ითხოვდა

ადამიანებმა ბადეში გახვეული ვეშაპი გადაარჩინეს.. ცხოველის მადლიერებას ისინი არასოდეს დაივიწყებენ…

საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?