error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/330df3527bf269a62ba6e589cf880625.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ზვიგენმა შეამტვრია გალია, სადაც დაივერი იმყოფებოდა.. (+ვიდეო)
ზვიგენმა შეამტვრია გალია, სადაც დაივერი იმყოფებოდა.. (+ვიდეო)
მექსიკის სანაპიროსთან, დიდმა თეთრმა ზვიგენმა გატეხა გალია, სადაც დაივერი იმყოფებოდა.

კომპანია Gabe and Garrett-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ზვიგენებზე დაკვირვების მიზნით, დაივერების გალიით წყალში ჩაშვებას უზრუნველყოფენ, ზვიგენს მისატყუებლად ხორცის ნაჭერი ჩაუგდეს. ზვიგენმა ნაჭრის დასაჭერად გაიწია და გატეხა გალია, სადაც დაივერი იჯდა.

"The Telegraph"-ის ცნობით, ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ცხოველი გატეხილი გალიის ნაწილს გამოედო და დაზიანდა.

სპეციალისტების თქმით, როდესაც ზვიგენი ნადავლს იტაცებს, ის დროებით ბრმავდება და არ შეუძლია უკან გაცურვა.

თანამშრომლებმა გალია გააღეს და ზვიგენი გაათავისუფლეს.

აკვალანგისტი გადარჩა და წყლიდან ნავის ეკიპაჟის დახმარებით ამოვიდა.
მისი სიტყვებით, ის გაოგნებული იყო მომხდარით.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?