მამაკაცმა ზვიგენი შიშველი ხელებით წყლიდან ამოიყვანა. ამ სანახაობისთვის მთელი სანაპირო შეიკრიბა (+ვიდეო)
მამაკაცმა ზვიგენი შიშველი ხელებით წყლიდან ამოიყვანა. ამ სანახაობისთვის მთელი სანაპირო შეიკრიბა  (+ვიდეო)
ძმები ისვენებდნენ დასტონის (ფლორიდა, აშშ) სანაპიროზე, როდესაც წყალში შავი ლაქა შენიშნეს. ეს იყო პატარა ზომის ჩაქუჩა ზვიგენის სახეობა.

მათ შეამჩნიეს, რომ ზღვის ბინადარი უცნაურად იქცეოდა: თითქოს ვერ ხვდებოდა, სად მიცურავდა და გადაადგილებაც უჭირდა.

ინტერნეტ სივრცეში ვიდეო შემდეგი კომენტარით გავრცელდა:

"დავინახეთ, რომ ზვიგენს პირთან ჰქონდა რამდენიმე თევზსაჭერი კაუჭი. ამასთანავე, ძუა სხეულზე მოხვეოდა. ჩემმა ძმამ და რამდენიმე ადამიანმა შეძლეს მომაკვდავი თევზის  განთავისუფლება. ამის შემდეგ  ჩემმა ძმამ ზვიგენი სიღრმეში შეიყვანა, რათა მას თავისუფლად გაეცურა. ვიდეოში ხედავთ, თუ  როგორ ყვირის ხალხი, რადგან თავიდან ზოგიერთი ვერ
მიხვდა, რა ხდებოდა. როდესაც სიტუაციაში გაერკვნენ,  ბევრი ჩვენს დასახმარებლად მოვიდა."

Zooclub

საბედნიეროდ, ზვიგენს გაუმართლა, რომ სანაპიროს
მიუახლოვდა, რადგან ადამიანებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა, ყველა ვერ გაბედავს ამ ძმების მსგავსად ზღვის მტაცებელი ბინადრის გადაჩენას. 

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ბუ მადლობის ნიშნად ეხუტება ადამიანს, რომელმაც ის გადაარჩინა

ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ

ეს ნუკრი სიკვდილის პირას იყო ჰიპოთერმიისგან, თუმცა, შემდეგ გამოჩნდა გმირი...



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?