დედალი დელფინები თავის შვილებს მუცელში ელაპარაკებიან
დედალი დელფინები თავის შვილებს მუცელში ელაპარაკებიან
ახალმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ დედა დელფინები განსაკუთრებულ ბგერებს გამოსცემენ პატარას დაბადებამდე ორი კვირით ადრე და დაბადების შემდეგ. მეცნიერების აზრით, ასე დედები პატარებს აძლევენ საშუალებას, გაიცნონ დედას და გაჰყვნენ მას. ეს თემა ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის კონფერენციაზე განიხილეს

ადრეული კვლევების თანახმად, ყოველ დელფინს ბგერათა განსაკუთრებული ნაკრები გააჩნია,ასე ვთქვათ, საკუთარი ინდივიდუალური ხმოვანი ხელმოწერა. დედა დელფინები “სტვენას” პატარას გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და განსაკუთრებით ინტენსიურად გრძელდება პატარა დელფინის დაბადებამდე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დედა დელფინები პატარას პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობენ, მეტად მნიშვნელოვანი ბგერები შეასწავლონ.

მეცნიერები 9
წლის დელფინსა და მის ახალშობილს კალიფორნიის გასართობ პარკში აკვირდებოდნენ. ბიოლოგებმა გამოიკვლიეს დედასა და შვილს შორის
80 საათის მანძილზე მიმდინარე “საუბარი”.

კვლევა პატარას დაბადებამდე 2 თვით ადრე დაიწყო. ასევე, აქ ფიქსირდებოდა სხვა დელფინების ”ხმები”. ისინი იმავე აუზში იყვნენ მოთავსებულნი. ჩანაწერმა აჩვენა, რომ ხმოვანი სიგნალების ყველაზე ხშირი გამეორება მხოლოდ მაკე დელფინისთვის იყო დამახასიათებელი. ეს პროცესი ჰგავს ქცევას ფეხმძიმე ქალისას, რომელიც თავის მუცელში მყოფ ბავშვს ელაპარაკება. ექსპერტებმა შენიშნეს, რომ მაკე დელფინი სხვა დანარჩენებთან შედარებით, ოდნავ ხმამაღალ ბგერებს გამოსცემდა. სხვები კი ბგერების სიხშირესა და ხმის ინტონაციას არც კი ცვლიდნენ.

მეცნიერების აზრით, დედა-დელფინის მიერ გამოცემული ხმები განკუთვნილი იყო სწორედ თავისი მომავალი შვილისადმი, რომელიც დაბადების შემდეგ დედას მიჰყვებოდა და არც კი აქცევდა ყურადღებას სხვა დელფინებს. საკუთარ ”ენაზე” საუბარს ახალგაზრდა დელფინი მხოლოდ 2 თვის ასაკიდან იწყებს. როგორც წესი, ეს ინდივიდუალური სიგნალია, რომელიც არ ჰგავს დედისას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?