ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას დელფინი დაიბადა
ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას დელფინი დაიბადა
ბათუმის დელფინარიუმში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. დელფინს, სახელად მონიკას შვილი შეეძინა.

“პატარასა და დედის უსაფრთხოების გამო, შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოგვიწია”, - წერს თავის ფეისბუქგვერდზე ბათუმის დელფინარიუმი.

გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. ამის შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს.

“რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და
ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობენ. დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან
აცილების გამო, უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და შესაბამისად, შოუს ქრონომეტრაჟშიც, - იტყობინება ფეისბუქგვერდზე დელფინარიუმის ადმინისტრაცია, - ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა, ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევა უკვე მეოთხედ დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით, იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ”.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?