ბრაზილიელი მოდელი ზღვის მტაცებლების დასაცავად წყალში ზვიგენებთან ერთად ჩავიდა (+ფოტო)
ბრაზილიელი მოდელი ზღვის მტაცებლების დასაცავად წყალში ზვიგენებთან ერთად ჩავიდა (+ფოტო)
33 წლის ბრაზილიელი მოდელი, ტელეწამყვანი და ცხოველების აქტიური დამცველი კარინა ოპიანი წყალქვეშა ფოტოსესიაში გადაიღეს. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი - ჩაიცვა დიზაინერის რამოდენიმე კაბა და ცოტა იცურავა. თუმცა, ეს წყალქვეშა ფოტოსესია უბრალო გლამურული ფოტოსესიებიდან სრულიად განსხვავდება. კარინა არა მხოლოდ ჩაეშვა საკმაო სიღრმეში, არამედ ეს მან ყოველგვარი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გააკეთა და ზღვის ყველაზე საშიშ მტაცებლებთან, ზვიგენებთან ერთად იცურავა. ასეთ გმირობაზე ცხოველების მოყვარული იმიტომ წავიდა, რომ საზოგადოების ყურადღება ზვიგენების საშინელი მდგომარეობისადმი მიეპყრო.

თავად ფოტოსესია ბაჰამის კუნძულებზე ჩატარდა, ულამაზესი ბრაზილიელს კი, რომელიც ამასთან 20
წლის განმავლობაში დაივინგით არის დაკავებული, დაივერები სტიუარტ კოუვი და ლიზ პარკინსონი ეხმარებოდნენ, რომ ფოტოსესიაზე რაიმე
სასუნთქი აპარატურის გარეშე ეპოზიორა.

ზვიგენებისგან მოდელს არანაირი გალია არ იცავდა და კარინა იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი საშუალებას მისცემს ადამიანებს მეტი გაიგონ ზვიგენების შესახებ.
“ისინი სულაც არ არიან მკვლელები, - ამბობს ბრაზილიელი მოდელი, - ყოველ საათში ადამიანები 11 000 ზვიგენს ხოცავენ, ეს ცხოველი კი ძალზედ მნიშნელოვანია ეკოსისტემისთვის.
ჩვენს პლანეტაზე ზვიგენები 400 მილიონ წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?