პარიზის ოკეანარიუმის პირველი სტუმრები უკვე შეარჩიეს
პარიზის ოკეანარიუმის პირველი სტუმრები უკვე შეარჩიეს
ფრანგულმა დიზაინ-სააგენტომ საზოგადოებას ახალი მომსახურება შესთავაზა: ახლა ვიზიტორებს ოკეანის ფსკერზე შეუძლიათ აიღონ ნომერ-ლუქსი, სადაც ისინი დაუნდობელი ზვიგენების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. მართლაც, ეს ნომერი არ არის სუსტი ნერვების მქონეთათვის.

პარიზის ოკეანარიუმი გულად დამთვალიერებლებს იღებს. პირველი ვიზიტორები კონკურსით შეირჩა. სამი წყვილი პირველები შეძლებენ წყალქვეშა შუშის საძინებელში ღამის გათევას.

სტუმრებს ფრაივერ-რეკორდსმენი მიიღებს. ის წყალქვეშა ფოტოგრაფი და ზვიგენების მოყვარული ფრედ ბიულია და სტუმრებს ზვიგენებს გააცნობს, შემდეგ კი ზღვის ბიოლოგთან ერთად აკვარიუმში ექსკურსიას გაუძღვება. ამგვარად, წარმოუდგენელ ნომერთან ერთად ვიზიტორებს შეუფასებელი შესაძლებლობა ეძლევათ ზვიგენების შესახებ ახალი რამ
შეიტყონ. ექსპერტები მათ ზვიგენების შესახებ მოუყვებიან, თუ რატომ ვერ აფასებენ სათანადოდ ზვიგენებს და რამდენად მნიშნელოვანნი
არიან ისინი ოკეანის ეკოსისტემისთვის.

სტუმრებს გარკვეული წესების დაცვა ევალებათ: შებინდების მერე ეკრძალებათ სელფების გადაღება, რადგან ზვიგენები მგრძნობიარენი არიან სინათლის მიმართ, ასევე ოკეანარიუმი ურჩევს ნომერში არ უყურონ ფილმს “ყბები” - ზვიგენები ბევრად მეგობრულები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?