ჭია "საახალწლო ნაძვის ხე" (ფოტო)
ჭია "საახალწლო ნაძვის ხე" (ფოტო)
სამეცნიერო თვალსაზრისით, ამ არსებას spirobranchus giganteus ჰქვია, მაგრამ მათი უფრო გავრცელებული სახელია ჭია საახალწლო ნაძვის ხე. ჭიამ ასეთი დასახელება იმიტომ მიიღო, რომ იგი ძალიან ჰგავს საახალწლო ნაძვის ხეს.

Spirobranchus giganteus ოკეანეში ცხოვრობს და შესანიშნავი საცეცების სპირალი აქვს. ისინი მილებივით გამოდიან სხეულიდან. ეს საცეცები საოცრად ჰგავს პაწია საახალწლო ნაძვის ხეებს. ისინი ეხმარებიან ცხოველებს საჭმლის დაჭერაში. ისინი იკვებებიან მიკროსკოპული მცენარეებით, რომლებიც წყალში დაცურავენ. საცეცები ასევე სუნთქვისთვის გამოიყენება. მათი ზრდა სიმაღლეში 4 სანტიმეტრს მიაღწევს თუ არა, ჭიები იფერებიან მრავალ ფერად: სტაფილოსფერი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი.
მათი ამოცნობა უცებ შეიძლება მათი ფორმის, სილამაზისა და მკვეთრი ფერების მიხედვით.

ჭია საახალწლო ნაძვის ხეს
ძალიან არ უყვარს გადაადგილება. როგორც კი ისინი კარგ ადგილს იპოვიან ცოცხალ მარჯანზე, თხრიან პატარა ნახვრეტს და იქ თავისი სიცოცხლის უმეტეს პერიოდს ატარებენ. ხან გამოდიან სახლიდან გაშლილი საცეცებით და ახლოს მცურავ საკვებს იჭერენ. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა საფრთხის მიმართ და უცებ იმალებიან სოროში, მცირე შეხებისა თუ უეცარი ჩრდილის შემჩნევისას.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?