ზვიგენი ამ მამაკაცს თავს დაესხა და სიკვდილს გადაარჩინა!
ზვიგენი ამ მამაკაცს თავს დაესხა და სიკვდილს გადაარჩინა!
"ზვიგენი ამ მამაკაცს თავს დაესხა" - ამ სიტყვების ლოგიკური დასასრული შეიძლება იყოს შემდეგი: "ღმერთმა ნათელში ამყოფოს", მაგრამ ამ ისტორიაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

იუჯინ ფინნს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ზვიგენის თავდასხმამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. 39 წლის მამა ქალაქ ფიჩბერგიდან (მასაჩუსეტსი, აშშ) თავის ქალიშვილთან ერთად დაცურავდა, როდესაც მათ თავს ზვიგენი დაესხათ.

საბედნიეროდ, ბავშვი არ დაშავებულა, მამაკაცს კი სერიოზული ტრავმები არ მიუღია, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მან მცირე ტკივილების გამო, მაინც მიაკითხა ექიმს.

ექიმებმა მისი გამოკვლევა გადაწყვიტეს. ტომოგრაფიამ თირკ
მელზე მცირე სიმსივნური წარმონაქმნი აჩვენა.

Zooclub

"დედა-ბუნებისგან მე მივიღე შეტყობინება. ზვიგენის თავდასხმამ შექმნა მოვლენების ჯაჭვი, რომელმაც საავადმყოფოში მომიყვანა, - ამბობს იუჯინი, -
წინააღმდეგ შემთხვევაში, არასოდეს მივიდოდი საავადმყოფოში და ვერ აღმოვაჩენდი კიბოს დაავადებას დროზე. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც მომავალში ექიმთან მიმიყვანდა, იქნებოდა უკვე კიბოს გართულებული სტადია, როდესაც სიმსივნისგან წასული მეტასტაზები ორგანიზმში უსაშველო იქნებოდა და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა - დაგვიანებული".
"რომ შემეძლოს ამ ზვიგენის პოვნა ალბათ სიხარულისგან გულში ჩავიკრავდი", - ამბობს იუჯინ ფინნი.
.....
აქამდე მეგონა რომ ყველა გზა რომში მიდიოდა , ახლა დავრწმუნდი რომ ყველა გზა რუსზე გადის....
4
ხალხო როგორ ადრით რუსს დაამერიკელს ერთმანეთს? რუსი ხომ ჩვეუებრივი ადამიანია.
ამერიკელი ტუპიაკი-ს
და რუსს რომ იგივე მოეყოლა გენიოსი იქნებოდა?
ამერიკელი ტუპიაკი
ეს ამერიკელი კრეტინი თავის თირკმლის სიმსივნიანად რომ შეეჭამა, ჩათვლიდა, რომ უკვდავება აჩუქა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?