იშვიათი მოვლენა: ვარდისფერი შეფერილობის დელფინი (+ვიდეო)
იშვიათი მოვლენა: ვარდისფერი შეფერილობის დელფინი (+ვიდეო)
2007 წელს აღმოაჩინეს დედასთან ერთად მცურავი პატარა დელფინი, რომელმაც გააოცა თვითმხილველები, რადგან ის თავიდან ბოლომდე ვარდისფერი იყო.  მას მოგვიანებით "ფინქი" დაარქვეს.

პირველად ის შენიშნეს ლუიზიანას ნაპირთან. ბიოლოგების თქმით, მისი სხეულის ფერი გამოწვეულია პიგმენტაციით.

"მისი შეფერილობა სხვა დელფინებისგან მკვეთრად განსხვავდება. დელფინის ტყავის ქვეშ არის უამრავი კაპილარი და სისხლძარღვი. როცა ისინი ფართოვდება, ცხოველი ვარდისფერ შეფერილობას იღებს."- ამბობს ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნაუმი როუსი.

რამდენიმე წელი გავიდა, რაც ფინქი აღმოაჩინეს. ის დღეს უკვე ზრდასრული ზღვის ბინადარია. იმ სპეციალისტთა თქმით, რომლებიც მას აკვირდებიან, ამბობენ, რომ
შესაძლოა, ფინქს მალე პატარა დელფინებიც შეეძინოს.

იხილეთ ვიდეო

ბიოლოგ დაგმარ ფართლის თქმით, მხოლოდ 14 ალბინოსი
დელფინია ადამიანებისთვის ცნობილი, ერთ-ერთი მათგანი კი ფინქია.

ასევე იხილეთ:

სამეფო პითონი, რომელიც ორი თავით დაიბადა

ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა

ალბინოსი ცხოველები და ფრინველები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?