ნაცრისფერი ვეშაპი შვილთან ერთად ტურისტებს მიუახლოვდა და მოფერებას სთხოვდა (+ვიდეო)
ნაცრისფერი ვეშაპი შვილთან ერთად ტურისტებს მიუახლოვდა და მოფერებას სთხოვდა (+ვიდეო)
ვეშაპმა და მისმა პატარამ მაგალითი გვაჩვენეს იმისა, რომ ისინი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. მათ ტურისტებს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთეს, როდესაც მიუახლოვდნენ ნავს და როგორც შინაური ბინადრები, ისე მიეგებნენ.

ეს ფაქტი ქვემო კალიფორნიაში (შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე) დაფიქსირდა, რომელიც ვიდეოზე აღბეჭდეს.

Zooclub

ტურისტების ჯგუფი სპეციალურად შევიდა ზღვაში, რათა ნაცრისფერი ვეშაპები ენახათ, თუმცა, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რამდენად სტუმართმოყვარე ბინადრები დახვდებოდნენ ზღვის სიღრმეში.

ნაცრისფერი ვეშაპი ძალიან ფრთხილად უახლოვდებოდა ნავს, რათა ადამიანებისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ყველას გასაკვირად ზღვის უზარმაზარმა ბინადრებმა ტურისტებს
შეხების უფლება მისცეს, მეტიც ისინი თავად ითხოვდნენ, რომ ადამიანები მათ მოფერებოდნენ.

იხილეთ ვიდეო - ვეშაპების
მეგობრული შეხვედრა ადამიანებთან.


ასევე იხილეთ:

მარტოხელა ვეშაპი

დელფინები პარალიზებული მეგობრის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა...

ბავშვი, რომელსაც მეტად უცნაური მეგობარი ჰყავს
goguca
რა იმედიტ უახლოვდებოდა ეს ხალხი ამ ხელა ურცჰხულს,ხომ ცჰაკლაპავდა ნავიანად...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?