error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/5c9c4b7e37ef8c6eb0ea8f4d31815a5f.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მარტოხელა ვეშაპი
მარტოხელა ვეშაპი
"52 ჰერციანი ვეშაპი" - ეს სახელი ვეშაპმა იმ სიხშირის გამო მიიღო (51,75 ჰერც.), რომელზეც იგი სიგნალებს გამოსცემს. პრობლემა იმაშია, რომ სხვა ვეშაპები 15-25 ჰერც სიხშირეზე ურთიერთობენ, ამიტომ მარტოხელა ვეშაპის ძახილს ვერავინ ვერასდროს გაიგებს.

ვეშაპი პირველად 1992 წელს შეამჩნიეს, მას შემდეგ მეცნიერები მის სევდიან მოგზაურობას აკვირდებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ვეშაპი თავისივე მსგავს არსებებს სიცარიელეში დაუღალავად ეძახის.

გარდა ამისა, მისი სიტუაციის გამოუვალობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სხვა ვეშაპების მიგრაციის გზებზე არ გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა ვეშაპებთან ფიზიკურად შეხვედრის შანსიც კი
არ აქვს.

მეცნიერებმა არ იციან ამ დეფექტის მიზეზი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს ორი სხვადასხვა ვეშაპის
ნარევია. მეორენი კი თვლიან, რომ ის ჩვენთვის აქამდე უცნობი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელია.

მთავარი და ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ იგი სიმარტოვისთვისაა განწირული და სიცოცხლის ბოლომდე ასე მარტო იმოძრავებს უკიდეგანო ოკეანეში.

ტეგები
eeeex
მოკიდონ ხელი და გადაიყვანონ სადაც ვეშაპები ბინასდრობენ რა ვიცი ტარაკნებს და თაგვებს, ვირთხებს ბატებს თავს ევლებიან და ამხელა ვეშაპმა დაუშავა რამე?
კუსკო
ყველაზე ტრაგიკული ისტორიაა რაც წამიკითხავს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?