როგორ ავიცილოთ თავიდან თევზისთვის საშიში დაავადებები
როგორ ავიცილოთ თავიდან თევზისთვის საშიში დაავადებები
დაავადებების თავიდან აცილება და წინასწარი პრევენცია ბევრად მარტივია, ვიდრე დაავადების განკურნება. რას ვაკეთებთ თევზის მოვლისას გაუთვითცნობიერებლად და არასწორად?
ქვევით ჩამოთვლილია თევზის მოვლისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს აკვარიუმის ბიდანადარს.

1. შიმშილი და გამოფიტვა - ერთმაც და მეორე ფაქტორმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს თევზს და ის დაავადდეს სოკოვანი ინფექციით, სოკოვანი ინფექციის დროს თევზის გარე საფარი ზიანდება.

2. უხარისხო საკვები ან არასწორი კვება - ორივე შემთხვევაში შესაძლოა თევზს ნაწლავების დაავადება განუვითარდეს. თუ საკვები ზედმეტად ცხიმიანია, მას შეიძლება ნაწლავების გაცხიმოვნება დაემართოს, ხოლო თუ
საკვები ერთფეროვანია, ამ შემთხვევაში თევზი ვიტამინებით აღარ მარაგდება და შესაძლოა, ეს ღვიძლის გადაგვარების მიზეზი გახდეს.

3. წყლის დასაშვებ ნორმაზე დაბალი ტემპერატურა - ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ შესაძლოა თევზი გაცივდეს. გაციების შემთხვევაში მათ უვითარდებათ ანთებითი პროცესი - შემდეგ ეცემა იმუნური სისტემა და შეიძლება ამ პროცესმა თევზი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს. ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა.

4. ჟანგბადის უკმარიოსობა - ამ შემთხვევაშიც თევზი მძიმედ სუნთქავს და მისი ორგანიზმი სუსტდება.

5. მზის მკვეთრი შუქი – საბედნიეროდ, დღესდღეისობით არსებობს აკვარიუმები თავისივე განათებით, ამიტომ აღარ მოგიწევთ მისი ფანჯარასთან დადგმა, რაც თევზისთვის საზიანოა, ეს იწვევს PH მაჩვენებლის აწევას და ხშირ შემთხვევაში დამწვრობასაც.

6. ჭრილობები, აკვარიუმში ბასრ საგნებზე შეხებით, ან სხვა თევზის ნაკბენებით - როდესაც თევზი აკვარიუმში დაცურავს მას შეიძება იოლად გაეფხაჭნოს კანი ბასრ საგანზე, ან იგივე აკვარიუმში მოთავსებულმა სხვა ბინადარმა მიაყენოს მას ფიზიკური ზიანი. ჭრილობის შემთხვევაში, შესაძლოა, თევზს განუვითარდეს სოკოვანი ინფექცია, ამტომაც, უმჯობესია წინასწარ გაარკვიოთ, რომელი თევზის ჯიშები ეგუებიან ერთმანეთს და რომელი - არა.

7. ცუდი იზოლაცია - აკვარიუმის კუსტარულად გაკეთების ან შეკეთების შემთხვევაში, მაგალითად, თუ ამ დროს გამოყენებულ იქნა თევზისთვის საზიანო ნივთიერებები (წებო, საღებავი და ა.შ.), თქვენი თევზი შეიძლება მოიწამლოს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?