ყველაზე დიდი აკვარიუმი მსოფლიოში (+ვიდეო)
მსოფლიოში უდიდესი აკვარიუმი სინგაპურში მდებარეობს.

ობიექტს, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, Marine Life Park ქვია. გასართობი კომპლექსების ეს ნაწილი დამთვალიერებლებს განსაკუთრებით მოსწონთ.

აქ ზღვისა და ოკეანის 100 000-მდე ნებისმიერი ზომისა და ფერის ბინადარს შეხვდებით.

Marine Life Park-ში 800-მდე სახეობის წყალქვეშა მცხოვრებია შეგროვებული.

წყლის საერთო მოცულობა შთამბეჭდავია - 45 000 000 ლიტრი!

ობიექტის შიდა სივრცე 10 ნაწილად არის გაყოფილი, ყოველ ნაწილში თევზებისა და წყლის ცხოველების განსაკუთრებული სახეობა ბინადრობს.

დამთვალიერებლები სხვადასხვა მოცულობის აკვარიუმებიდან აკვირდებიან თევზებს, დელფინებს, ზღვის ცხენებს და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს.

ცილინდრული აკვარიუმის ცენტრში მარჯნის
რიფებია, სადაც სიცოცხლე დუღს.

აკვარიუმის სიგანე 36 მეტრია. ზოგი ტურისტი საათობით ზის აქ და ტკბება
აქაური სიმშვიდით.

წყალქვეშა გვირაბში თავი შეიძლება დიდ ოკეანეში მცურავი თევზი გეგონოთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?