მოდელი ცოცხალი ზვიგენების გარემოცვაში მღვიმეზე მიაბეს - უნიკალური პროექტი ზვიგენების დასაცავად! (+ფოტო&ვიდეო)
მოდელი ცოცხალი ზვიგენების გარემოცვაში მღვიმეზე მიაბეს - უნიკალური პროექტი ზვიგენების დასაცავად! (+ფოტო&ვიდეო)
ეს ფოტო ბენჯამინ ფონ ვონგის მიერ არის გადაღებული. მასზე აღბეჭდილია ქალი, რომელიც ცოცხალი ზვიგენების გარემოცვაში მღვიმეზეა მიბმული.

ფონ ვონგი თავისი ნამუშევრებით ცდილობს ადამიანების ყურადღება გადაშენების პირას მყოფ ულამაზეს ქმნილებებზე - ზვიგენებზე მიმართოს.

ბენჯამინის თქმით, ზვიგენების გადარჩენის პროექტში მონაწილეობის იდეა მას კუნძულ ფიჯიზე მუშაობის დროს გაუჩნდა.

"ზვიგენების დასაცავად პირველ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ამიტომ ჩემთვის ის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი გამოცდილება იყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

თავის ვებ-გვერდზე ფონ ვონგმა დაწერა, რომ მისი შთაბეჭდილებები ზვიგენებთან მუშაობის დროს ძალიან განსხვავდება ზვიგენებზე ჩვეულებრივი წარმოდგენისგან,
როდესაც მას მტაცებელ ცხოველად აღიქვამენ.

"ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც ციყვები ქალაქის პარკში - რიფების ზვიგენები
ცნობისმოყვარეობით გვეხვეოდნენ გარს და მაშინვე გარბოდნენ, თუ კი მათთან მიახლოებას ვცდიდით", - ყვება ბენჯამინი.

"ზვიგენები რომ გვეპოვა, ვცდილობდით, რაც შეიძლება ნელა გვემოძრავა, არ გაგვეკეთებინა მკვეთრი მოძრაობები, რათა ეს მფრთხალი არსებები არ დაგვეფრთხო. "

ამ მასშტაბის ფოტოს გადაღება ადვილი არ იყო.

ამას დაივერების მთელი ჯგუფი დასჭირდა, ასევე ზღვის ბიოლოგი, კერძოდ ზვიგენების სპეციალისტი.

ამასთან, ასეთი ფოტოგადაღებისთვის მოდელიც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. მას თავი კომფორტულად უნდა ეგრძნო ფსკერზე, არ შეშინებოდა ზვიგენების და დიდი ხნის მანძილზე შეძლებოდა სუნთქვის შეკავება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?