როგორ თევზაობდნენ ძველად ჩილეში: კომიქსები ქვაში
როგორ თევზაობდნენ ძველად ჩილეში: კომიქსები ქვაში
100 წლის წინ არქეოლოგებმა უდაბნოში (ჩრდილოეთი ჩილე) კლდეზე გამოსახული ნახატები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენას ახალი აღმოჩენები მოჰყვა.

პეტროგლიფების პირველმა ჯგუფმა ატაკამას უდაბნოში ნახატები ჯერ კიდევ 2019 წელს იპოვა. ნახატები ელ-მედანოს ხეობაში წითელი პიგმენტით (ოქსიდი) იყო შესრულებული და მეთევზეებს და მათ ნადავლს გამოხატავდა.

70-იან წლებში სპეციალისტები ამ რეგიონის კვლევას მიუბრუნდნენ.

24 კლდეზე 328 ნახატი აღმოაჩინეს. მათი ზუსტი ასაკი ამ დრომდე დაუდგენელია: შეფასება 7882 წლიდან 1000 წლებს შორის მერყეობს. ისინი დროისა და ამინდის გავლენას განიცდიან. საჭიროა მათი აღდგენა.

Zooclub

რესტავრაციის დასრულების შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტის
სპეციალისტებმა ისაუბრეს დასკვნებზე, რომლებიც მათ ”ელ-მედანოს” ხელოვნების საფუძვლებიდან გ
ამომდინარე გააკეთეს.

მეცნიერებმა კლდის მხატვრობის სიუჟეტები უდაბნოს ამ ნაწილში ნაპოვნ საგნებს შეადარეს. მათ შორის - ხელნაკეთი ჰარპუნები, ისრები და სხვა სათევზაო ნივთები.

Zooclub

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ არტეფაქტები გარკვეულ დონეზე ყვებიან იმ დროის ცხოვრებაზე, რასაც კლდის მხატვრობა მნიშვნელოვან დეტალებს ამატებს. მაგალითად, მათი წყალობით, გასაგები ხდება, თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა იმ დროის ადამიანებისთვის თევზაობას.

თანამედროვე ჩილელების წინაპრები ზღვაში ტივებით გადიოდნენ. ისინი ვეშაპებსაც კი ესხმოდნენ თავს. ასევე, მათი მსხვერპლი ხდებოდა ზვიგენი, ზღვის ლომი, ხმალთვზა, დელფინი და სხვ.

Zooclub

ადამიანები, რომლებიც ხმელეთზე რჩებოდნენ, შედარებით მარტივი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი - ისეთი, როგორიც მოლუსკების შეგროვებაა. მეთევზეების ზედმეტ ნანადირევს კი ზღვისგან მოშორებით განლაგებული სოფლების მცხოვრებლებს მცენარეულ საკვებზე უცვლიდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?