სტუდენტმა თავის ვირთხას ხატვა ასწავლა
სტუდენტმა თავის ვირთხას ხატვა ასწავლა
სოციალური მედია აღფრთოვანებული იყო აკვარელით შესრულებული პატარა ნამუშევრებით, რომლებიც ვირთხა დარიუსმა შექმნა.

მღრღნელის პატრონმა, ნორვეგიელმა სტუდენტმა ამალი მარკოტა ანდერსონმა, თავისი ბინადრის შესრულებული ნამუშევრები ტვიტერის საკუთარ გვერდზე ატვირთა. ნახატები ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა, - წერს გამოცემა The New Daily-ი.

ყოველი აბსტრაქტული ნამუშევარი ცალსახად დარიას მიერ, 2018 წელს შეიქმნა - კონკრეტულად  კი მისი თათებით.  ამალის თქმით, ყოველი მინიატურული ნახატი 10 წუთშია შესრულებული.

Zooclub

"როდესაც დარია ცოცხალი იყო, მე ვიყიდე არა ტოქსიკური საღებავების ნაკრები, მისი თათები აკვარელში დავასველე და ნება დავრთე, ქაღალდზე წინ და უკან
ერბინა იმ დრომდე, სანამ საინტერესო ფიგურები არ გამოისახა", - ამბობს ვირთხის პატრონი.

დარიას მხატვრობის ნიჭი
ორი წლის წინ აღმოაჩნდა. მეტიც, მის ნამუშევრებს არაერთი მყიდველი გამოუჩნდა. ხელოვანმა ვირთხამ რამდენიმე ნახატზე შეკვეთაც მიიღო.

Zooclub

"ვნანობ, რომ მის მიერ შესრულებული ორიგინალები გავყიდე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მისი ნამუშევრები ადამიანებს მოსწონთ", - ამბობს ამელი.

სამწუხაროდ, დარიას ნათელი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა:  ნიჭიერი ვირთხა 2019 წლის დასაწყისში მოკვდა.

ასევე იხილეთ:

ძაღლი თავისი გაყიდული ნახატებით ცხოველთა თავშესაფარს დაეხმარება

ძაღლი, რომელსაც შეუძლია კითხვა და კარზე ზარის დარეკვა

ძაღლი ქმნის ნახატებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?