52 წლის ბევერლი ბორილი ულტშირში (ინგლისი) სკოლის მასწავლებელი და ზაზუნების მოყვარულია. მის ოჯახში ორი უსაყვარლესი ზაზუნა მაქსი და ლული ცხოვრობს. ერთ დღეს ბევერლის ქალიშვილმა ქაღალდის მინი-საჰაერო ბურთი სკოლის პროექტისთვის გააკეთა, ხოლო დედას დაებადა იდეა, რომ ზაზუნები პატარა საჰაერო ბურთთან ერთად გადაეღო.

იდეამ გაამართლა - ფოტო საყვარელი და
დედა-შვილმა ინსტაგრამზე ზაზუნებისთვის გვერდიც შექმნეს - Harcourt Hammies-ი. სწორედ ინსტაგრამის გვერდზე ათავსებენ პატრონები თავიანთი ცხოველების სახალისო ფოტოებს, რის შედეგადაც პატარა ბინადრებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა.
"მე ვიღებ შთაგონებას უბრალო ნივთებით. ადამიანები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ ფოტო ობიექტივის წინ ზაზუნების დაკავებას. პასუხი მარტივია - დიდი მოთმინება, თავდაჯერება და ცოტა მიწის თხილის კარაქი!" - ამბობს კრეატიული მასწავლებელი.
იხილეთ ზაზუნების სახალისო ფოტოგალერეა
წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
"კალმარი"- გაბურძგნული და სასაცილო ძაღლი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია
მძინარე ლეკვმა ინტერნეტ მომხმარებლების გული დაიპყრო
ძაღლმა ისწავლა იმ პოზების მიღება, რასაც ფოტოებზე ხედავს