უსახლკარო მამაკაცს ვირთხა მოპარეს, პოლიცია დამნაშავეს ეძებს
15.04.2019
59 წლის კრისი ყოველდღე გამოდიოდა სიდნეის ქუჩებში თავის საოცარ
მეგზურთან - ვირთხა ლუსისთან ერთად. უსახლკარო მამაკაცი ყოველთვის თბილად ურთიერთობდა გამვლელებთან, ხოლო სასაცილო ვირთხა დიდი სიამოვნებით ართობდა გარშემომყოფებს. ერთ დღეს კრისს საყვარელი შინაური ცხოველი მოპარეს.
ეს ისტორია სოციალურ ქსელში სიდნეის მცხოვრებმა ელისონმა გაავრცელა. ის ყოველდღე ხედავდა 59 წლის უსახლკაროს, რომელიც ერთ-ერთ ქუჩაზე სიხარულით ესალმებოდა გამვლელებს და მსურველებს ვირთხასთან თამაშის ნებას რთავდა.

ერთ დღეს ქალმა შეამჩნია, რომ მოწყენილი კრისი თავის ადგილზე მარტო იჯდა. ის უსახლკაროს მიუახლოვდა და იქვე შეამჩნია წარწერა: "ჩემი ვირთხა, სახელად
ლუსი ამ შაბათს მოიპარეს. ლუსის შავ-თეთრი ბეწვი და ყავისფერი ნიშანი აქვს."

ვირთხა მოპარეს, პოლიცია დამნაშავეს ეძებს" />
კრისმა ქალს აუხსნა, რომ ვირთხა პატარა ყუთთან ერთად იმ დროს მოიპარეს, როდესაც ის ტუალეტში გავიდა. ელისონი ქურდის ქმედებით შეშფოთებული იყო, მას სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანმა მხარი აუბა.

დარდიანი კრისი პოლიციას დაუკავშირდა - სამართალდამცველებმა ქუჩის სათვალთვალო კამერები შეამოწმეს, თუმცა, დამნაშავე ამ დრომდე ვერ იპოვეს.

კრისი და მისი საოცარი შინაური ცხოველი სიდნეის ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების შემდეგ, ის ბევრმა ადამიანმა იცნო.

გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ კრისი თავის ერთგულ თანამგზავრს ჯანმრთელსა და უვნებელს იპოვის.
წყარო:
boredpandaასევე იხილეთ:
უსახლკარო მამაკაცს საერთო საცხოვრებელში შინაური ცხოველების მიყვანა აუკრძალეს, შედეგად მან თავი მოიკლაკატა, რომელიც ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს და უსახლკარო ადამიანებს ეხმარება"თუ ამას კითხულობთ, მე ჩემი ბრძოლა წავაგე!" მომაკვდავი ქალი, თავისი პატარა ძაღლის მომავალზე დარდობდა