სიდი მას მიუახლოვდა და მიხვდა, რომ მის წინ საფლავი იყო. მდგომარეობისა და ხავსის მიხედვით, განსასვენებელი ძალიან ძველი უნდა ყოფილიყო. მასზე ასოებიც აღინიშნებოდა, მაგრამ რთულად წასაკითხი.
პენსიონერი საფლავის ქვის წარწერით დაინტერესდა, ამიტომ მომდევნო დღეს დაბრუნდა, რათა ის გაეწმინდა და გაეგო, თუ ვინ/რა იყო ტყეში

აღმოჩნდა, რომ საფლავი ეკუთვნოდა კურდღელს, რომელიც 130 წლის წინ მოკვდა.
ქვაზე წარწერის თანახმად, ამ ადგილზე კურდღელი, სახელად დიუკი, იყო დაკრძალული. ის 1969 წლის აგვისტოში დაიბადა და 1882 წელს მოკვდა. როგორ ჩანს, ფუმფულა ბინადარმა 13 წელი იცოცხლა - ეს კი კურდღლისთვის სიცოცხლის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატრონს შინაური ცხოველი ძალიან უყვარდა და მასზე ზრუნავდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კურდღელი შეძლებული ოჯახის ბინადარი იყო, რადგან იმ პერიოდში ყველას არ ჰქონდა საშუალება, შეკვეთით დაემზადებინა საფლავის ქვა.

ბრიტანელი პენსიონერი ამ აღმოჩენამ ძალიან გაახარა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში საფლავი ხელშეუხებელი და დაუზიანებელი იყო. შესაძლოა, სიდი პირველი ადამიანია ჩვენს დროში, რომელმაც კურდღლის ასეთი ძველი საფლავი იპოვა.
ასევე იხილეთ:
ფერმერმა სირაქლემას 4 კვერცხი გასამრავლებლად იყიდა და აი, რა გამოვიდა
სანაპიროზე ზღვის უცნაური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რამაც სპეციალისტები გააკვირვა
ფილიპინელმა აღმოაჩინა ცხოველი, რომელიც პლასტმასს ჰგავს