ინდოეთში ვირთხებმა 17 000 დოლარი შეჭამეს
ინდოეთში ვირთხებმა 17 000 დოლარი შეჭამეს
ტექნიკოსებმა, რომლებსაც დაზიანებული ბანკომატის შეკეთება სურდათ, ინდოეთის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში აპარატის შიგნით ვირთხების მიერ დაზიანებული კუპიურები აღმოაჩინეს.

დედამიწაზე უამრავი ვირთხა ცხოვრობს. ზუსტი სტატისტიკა არ არის დადგენილი, მაგრამ დაახლოებითი ციფრიც კი მათი განვრცობის მასშტაბის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ისინი დაახლებით 200 მილიონია, ინდოეთში კი, იქაური თბილი კლიმატისა და საკვები ნარჩენების სიუხვის გამო ეს მღრღელი ბევრად მეტია.

არ არის გასაკვირი, რომ ისინი ადამიანის ცხორებაში ერევიან, მაგრამ იმან, რაც ცოტა ხის წინ მოხდა, ადამიანებს ასევე საკმაო ფინანსური ზიანი მიაყენა. ინდოეთში, ასამის შტატში,
საჭირო გახდა ერთ-ერთი ბანკომატის შეკეთება, მაგრამ სპეციალისტებმა გახსნეს თუ არა, აღმოაჩინეს, რომ დაზიანება არ იყო
ტექნიკური.

Zooclub

ბანკომატმა ფულის გაცემა შეწყვიტა, იმიტომ რომ ის ვირთხებმა გააფუჭეს. მთლიანობაში ბანკომატში განადგურებული იყო 1.2 მილიონი რუპია (12 600 დოლარი). დანარჩენი 1.7 მილიონი რუპიას გადარჩენა მოხერხდა.

როგორც ჩანდა, ერთი ან რამდენიმე ცხოველი ბანკომატში ელექტროგაყვანილობისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილების გავლით შეიპარა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?