სარის საგრაფოში ალბინოსი ციყვი შეამჩნიეს
სარის საგრაფოში ალბინოსი ციყვი შეამჩნიეს
მშენებელი მეთიუ ტროპი სატონიდან (სარის საგრაფო) განცვიფრებული იყო, როდესაც ხეზე სრულიად თეთრი ციყვი - ალბინოსი შენიშნა. მამაკაცს ნამდვილად გაუმართლა, რადგან იშვიათ ცხოველს რამდენიმე ფოტო გადაუღო.

შანსი, რომ მსგავსი შეფერილობის მღრღნელს შეხვდები, ძალიან მცირეა - ალბინოსად 100 ათასი ინდივიდიდან მხოლოდ ერთი იბადება. სპეციალისტების შეფასებით, ბრიტანეთში არა უმეტეს 50 ალბინოსი ციყვი ცხოვრობს.

Zooclub

ციყვი ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა ფოტოგრაფს, რის შედეგადაც მას შესაძლებლობა მიეცა, გადაეღო ფოტოების მთელი სერია.

Zooclub

"შოკში ვიყავი, როდესაც ის დავინახე. მან ჩემს წინ გზა გადაკვეთა და მუხაზე აძვრა. საბედნიეროდ, იგი არ ჩქარობდა დამალვას და
შესაძლებლობა მომეცა, ფოტო კამერაზე გადამეღო", - ამბობს მეთიუ.

Zooclub

ალბინისმი - იშვიათი გენეტიკური მუტაცია, რა დროსაც
ცხოველის ორგანიზმში არ არის მელანინი. ალბინოსი ინდივიდის ბეწვი სრულად თეთრია, ხოლო თვალები - წითელი.

Zooclub

ალბინოსები არა მარტო იშვიათად იბადებიან, არამედ ველურ ბუნებაში ზრდასრულ ასაკამდეც იშვიათად აღწევენ. უჩვეულო შეფერილობა მათ მტაცებლებისგან დამალვის საშუალებას არ აძლევს.

Zooclub

დიდ ბრიტანეთში ორი სახეობის ციყვი ბინადრობს - ჟღალი და ნაცრისფერი. მხოლოდ ჟღალი სახეობაა მიდრეკილი, დაიბადოს ალბინოსი. უმეტესობა მათგანი შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ინგლისში ცხოვრობს, თუმცა, მცირე პოპულაცია შესაძლოა, შეგვხვდეს ქვეყნის სხვა ადგილებშიც.

Zooclub

გაერთიანებულ სამეფოში ნაცრისფერი ციყვი 130 წლის წინ შეიყვანეს. ისინი წარმოუდგენლად სწრაფად მრავლდებიან და დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე 2,5 მილიონამდე ინდივიდია. იმ დროს, როცა ჟღალი ციყვი 160 ათასს არ აჭარბებს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა

ცისფერთვალა ჭაღარა ალბინოსი-ორანგუტანგი ტყვეობიდან იხსნეს

ბუნების საოცრება - 17 ცხოველი უჩვეულო შეფერილობით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?