წრუწუნები ტიტებში – უსაყვარლესი ფოტოსესია (+ფოტო)
წრუწუნები ტიტებში – უსაყვარლესი ფოტოსესია (+ფოტო)
ბრიტანელი ფოტოგრაფი მაილზ ჰერბერტი ფოტოსტუდია Captivelight–ის მფლობელია.

ჰერბერტი მოყვარულებისთვის მტაცებელი, რეპტილიების, ფრინველების, ბაყაყებისა და სხვა ცხოველების ფოტოგადაღების ხელოვნების გაკვეთილებს ატარებს.

“ამ საყვარელ წრუწუნებს ჩვენს სტუდიაში ვიღებდით, – ყვება ფოტოგრაფი, – ასე ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ამინდზე. თუმცა, თუ კლიენტი ისურვებს, ჩვენ შეგვიძლია ბუნებაში გადაღებაც. ჩვენი სპეციალიზაცია ბაყაყებია”.

“პრაქტიკულად ყველა ცხოველი, რომელთაც ვუღებთ ფოტოებს, ტყვეობაშია გაზრდილი. შემდეგ მათ ადგილობრივ ნაკრძალში უშვებენ. ისედაც, გადაღების დროს უფრო შინ გაზრდილ ცხოველებთან გვირჩევნია ურთიერთობა, რადგან ველურ ბუნებაში გაზრდილები უფრო მფრთხალები არიან”.

წრუწუნების ზომა 13 სანტიმეტრს არ
აღემატება, ხოლო წონა 7–10 გრამია. ახალშობილი წრუწუნების წონა თითქმის 1 გრამია.

დატკბით ამ შესანიშნავი კადრებით.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?