ეს უცნაური ცისფერი ლაქა აღმოჩნდა ცხოველი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა…
ეს უცნაური ცისფერი ლაქა აღმოჩნდა ცხოველი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა…
დიდ ბრიტანეთში ოჯახმა თავის ბაღში, ბუჩქის ძირას რაღაც პატარა, ცოცხალი და ცისფერი იპოვა. ერთი შეხედვით ,მათ ვერ გაარკვიეს, რა ცხოველი იყო ეს არსება, ამიტომ ცხოველთა გადარჩენის საზოგადოებაში (RSPCA) დარეკეს.

გამოძახებაზე მოსულმა RSPCA–ის ოფიცერმა, კლარა სალიმ გულდასმით დაათვალიერა უცნაური არსება და გაარკვია, რომ სინამდვილეში ეს იყო ზღარბი, რომელიც თავიდან ფეხებამდე სქელი ლურჯი საღებავით იყო დაფარული.

Zooclub

კლარა ცხოველის მდგომარეობამ ძალიან შეაშფოთა, საღებავს შეეძლო მისი ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა. მან ზღარბი გარეული ცხოველების გადარჩენის ცენტრში (West Hatch Wildlife Center) წაიყვანა.

“საბედნიეროდ, დახმ
არებამ დროულად მოუსწრო, ზღარბი
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მას ქონდა გადარჩენის შანსი", – ყვება სალი, – "თუმცა, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორ მოხვდა ამ სიტუაციაში, თავად ჩავიდა საღებავის ქილაში, თუ ვიღაცამ ბოროტი განზრახვით შეღება. მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას საჭირო დახმარება უკვე აღმოვუჩინეთ”.

Zooclub

ზღარბისთვის საღებავის მოშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, საღებავი მაინც მოაცილეს.

“ჩენ ნარკოზის გაკეთება მოგვიწია, რომ საღებავის ნაწილები მოგვეცილებინა", – ამბობს ექიმი ბელ დირინგი, – "საღებავი ძნელად შორდებოდა. ასევე, ის კანს მოხვდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ანთებითი პროცესი წავიდა. ამ ადგილების მოშუშებას კიდევ სჭირდება დაკვირვება”.

Zooclub

ზღარბი კარგად ჭამს და წონაშიც მალე იმატებს. როდესაც ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მას ადამიანებისგან შორს, ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?