Ebay-ზე გაყიდული ზღვის გოჭის აბჯარი
Ebay-ზე გაყიდული ზღვის გოჭის აბჯარი
ცნობილ ინტერნეტმაღაზია Ebay-ზე უცნაური ლოტი გაიტანეს, კერძოდ კი, ზღვის გოჭისთვის განკუთვნილი "რაინდის" აბჯარი, რომელიც ეკუთვნოდა ზღვის გოჭს, სახელად ლაქის.

მისი მფლობელის გასაოცრად Ebay-ს აუქციონზე "შუა საუკუნეების რაინდის ჯავშანი" 24 300 დოლარამდე ავიდა.
ეს აღჭურვილობა თავისი პატარა ზღვის გოჭი ლაქისთვის, ვირჯინიის შტატის მცხოვრებიმა, შონ მაქოიმ გააკეთა. პატრონის თქმით, ლაქი დიდად არ მოიხიბლა თავისი ახალი სამოსით. როდესაც მღრღნელი დაიღუპა, შონმა გადაწყვიტა, აბჯარი  Ebay-ს აუქციონზე გაეტანა. ის არც კი ელოდა, რომ პაწაწინა ჯავშანი საზოგადოების ამხელა ინტერესს გამოიწვევდა.

Zooclub

"საწყის ფასად 5 დოლარი დავაწესე, როდესაც
მეორე დღეს შედეგი ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, თანხამ ხუთნიშნა ციფრს მიაღწია." – ამბობს შონი.

ლოტის
აღწერილობაში ეწერა – ფორმა შედგება ფოლადის ჯავშანისა და მუზარადისგან, ის გამოიყენება რაინდების ბძოლისასა და ასევე, ომში მონაწილეობის დროს.

"მე ეს ჯავშანი გასართობად გავაკეთე, ლაქის ერთი-ორჯერ ჩავაცვი, ფოტოები გადავუღე და მას შემდეგ სულ შენახული მაქვს. ძალიან გამაკვირვა იმან, რომ ადამიანებს შეუძლიათ ამდენი თანხის გადახდა მსგავს გამოუსადეგარ ნივთში"  – ამბობს შონი.

Zooclub

თანხა, რომელიც აბჯრის გაყიდვის შემდეგ ჯონ მაქოიმ მიიღო, ზღვის გოჭების გადარჩენის ფონდში გადარიცხა.

"მე არ ვიცნობ იმ ადამიანს, რომელმაც ეს აღჭურვილობა იყიდა, თუმცა დიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდებოდი მას ლუდით." – თქვა შონიმ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?