ეს ვირთხა შხაპს ადამიანივით იღებს (+ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვირთხა შხაპს იღებს. უჩვეულო კადრებმა ათასობით ნახვა და კომენტარი მიიღო.

ვიდეოს ხილვის შემდეგ ყველა გამოხატავდა გაკვირვებას, რადგან ვირთხის ქცევები ადამიანისას ძალიან ჰგავს.

მღრღნელი საკუთარ სახლში პერუელმა ბიჭმა აღმოაჩინა. მან უნიკალური კადრების გადაღება მოასწრო, რაც ადასტურებს, რომ ეს მღრღნელი საოცრად ჭკვიანი და გონიერი არსებაა.

რუსმა ბიოლოგმა და მეცნიერმა ვირთხის ქცევიდან გამომდინარე, საკუთარი აზრი გამოხატა.

"პირველ რიგში, მსგავსი ვიდეო რგოლი ჩემთვის უსიამოვნო სანახავია. გაუგებარია, რითია დასვრილი ვირთხა და ვინ დასვარა ის, მაგრამ ფაქტია, რომ მღრღნელს საკვები პროდუქტი
აქვს წასმული, რასაც თავად ვერ გააკეთებდა. ეს საპონი არ არის, რადგან კადრებში კარგად ჩანს, თუ
როგორ ცდილობს ის გემოს გაგებას. ვირთხები საპონს არ ჭამენ", - ამბობს ბიოლოგი.

ბიოლოგის თქმით, მღრღნელს კუდი არ აქვს და მისი თათებიც ჩვეულებრივზე ფართოა, რაც ეჭვს იწვევს, რომ ის დეკორატიული ვირთხის სახეობას მიეკუთვნება.

სპეციალისტმა მწუხარებით დაამატა, რომ  ვიდეო ცხოველის მიმართ უხეშ მოპყრობას ასახავს.

ასევე იხილეთ:

ვიდეო, სადაც ჯიუტი ენოტი ადამიანების დანახვისას კარს უხეშად ხურავს, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა

ბულდოგი ცდილობს ლეონარდო დიკაპრიოს დათვისგან დაცვას

სამშენებლო მოედანზე გამოჩენილმა კენგურუმ მუშაზე იერიში მიიტანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?