პარიზი წყალდიდობას გამოქცეული ვირთხებით აივსო.. (+ვიდეო)
წყალდიდობას გამოქცეულ ვირთხებს სულ უფრო ხშირად ხედავენ პარიზის ქუჩებში. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე სენამ ვირთხების სოროები დატბორა და მღრღნელები იძულებულები გახდნენ, ახალი თავშესაფარი მოეძებნათ.

”ეს არ ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა გაიზარდა, უბრალოდ ჩვენ მათ ხშირად ვხედავთ”, - განმარტა ექსპერტმა ვირთხების საკითხში პიერ ფალგირაკმა.

ასევე, აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურება ვირთხების რიცხვის დროებით შემცირებას გამოიწვევს. წყალდიდობის შემდეგ კი მათი პოპულაცია სწრაფად დაუბრუნდება ძველ დონეს.
პარიზის მეეზოვემ ვიდეოზე ვირთხებით სავსე ნაგვის ბუნკერი გადაიღო. მან აღნიშნა, რომ მღრღნელები მეეზოვეებს რეგულარულად ესხმიან თავს.


”თანამშრომელმა მომიყვა, რომ
ვირთხა მას ყელში ეცა, კიდევ ერთი კი - ხელში”, - ამბობს ის.
25 იანვარს ცნობილი
გახდა, რომ ძლიერი წყალდიდობის გამო, წყლის დონემ მდინარე სენაში 3.3 მეტრს გადააჭარბა. მდინარის მახლობლად გამავალი სამანქანე გზები წყალმა დაფარა. დროებით დაიკეტა ქვედა დონეზე განლაგებული ლუვრის დარბაზები.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?