მგზავრობ ავტობუსით და უცებ გვერდით მოგიჯდება ბაჭია... დამოუკიდებელმა თეთრმა ბაჭიამ ლონდონის მგზავრები ააფორიაქა
მგზავრობ ავტობუსით და უცებ გვერდით მოგიჯდება ბაჭია... დამოუკიდებელმა თეთრმა ბაჭიამ ლონდონის მგზავრები ააფორიაქა
ლონდონის მცხოვრებლების ყურადღების ცენტრში მოხვდა თეთრი ბაჭია, რომელიც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა.

"The Independent"-ის ჟურნალისტმა მეთ ჰეპბერნმა ტვიტერში მღრღნელის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: ”ჩემს ავტობუსში ბაჭიაა”.

ტვიტერის მომხმარებელმა კო დაფმა უპასუხა, რომ ცხოველი შეამჩნია ლონდონის ერთ-ერთ მატარებელში, რომელიც ჰაკნის რაიონისკენ მიემართებოდა.

კიდევ ერთმა მგზავრმა დაუდასტურა, რომ ეს უცნაური ბაჭია ჰაკნიში ნახა და იფიქრა, რომ მას ჰალუცინაცია დაეწყო.

Zooclub

ჰეპბერნმა შეძლო ცხოველის პატრონის პოვნა. მისი სიტყვებით ის Rolling Stones-ის გიტარისტს, კიტ რიჩარდსს წააგავს.

”ბაჭია ერთობოდა ისევე, როგორც მისი პატრონი. პარასკევს საღამოს ორივე უბრალოდ
თავისი საქმით იყო დაკავებული”, - ყვება ჰეპბერნი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?