უზარმაზარმა ვირთხამ პატრონს ხელში კბილები ჩაავლო, რათა თავისი ახალშობილის გასაცნობად მიეყვანა (+ვიდეო)
უზარმაზარ ვირთხას პატრონი თავისი ახალშობილის სანახავად მიჰყავს.

რედითის მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ეს გამბიური ჩანთოსანი ვირთხაა (Cricetomys gambianus), რომელსაც ნაღმის აღმოსაჩენად წვრთნიან.

სინამდვილეში გამბიურ ვირთხას (ე.წ. ჩანთოსანს) ფიზიოლოგიურად ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ ვირთხასთან, თუმცა, ის გარეგნულად ძალიან ჰგავს ამ უკანასკნელს. ამ სახეობების კავშირი მღრღნელების საერთო კლასიფიკაციით მთავრდება. გამბიური ვირთხა გავრცელებულია აფრიკასა და საჰარის სამხრეთით. ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ - დაახლოებით 20 მღრღნელი ერთად. მათი ბინადრობის ძირითადი არეალი ტყეებია.

მართალია, გამბიურ ვირთხას ჩანთოსნადაც მოიხსენიებენ, თუმცა, გარეგნულად მას მუცელზე ჩანთა არ აქვს. მეტიც, გამბიური
ვირთხა თავის ნაშიერებს ფუღუროში ზრდის და ახალშობილები გარეგნულად განვითარებულნი იბადებიან იმ დროს, როცა ჩანთოსანი ცხოველები
დაბადებისას განუვითარებლები არიან და გარკვეული პერიოდი დედის ჩანთაში აგრძელებენ ჩამოყალიბებას.

Zooclub

გამბიური ვირთხა თაგვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი დიდი ზომის წარმომადგენელია. იგი 90 სმ-მდე სიგრძის იზრდება კუდის ჩათვლით. ზრდასრული მღრღნელი 1-დან 1,4 კგ-მდე იწონის. ამ სახეობას საკმაოდ ცუდი მხედველობა, თუმცა, ძაღლზე უკეთესი სმენა და ყნოსვა აქვს. გამბიური ვირთხა თითქმის ყველაფერს ჭამს. ძირითადად კი ბოსტნეულს, ხილს, მწერებს და ლოკოკინებს. კვების რაციონი დამოკიდებულია მის ბინადრობის არეალზე.

Zooclub

ამ სახეობას უკვე დიდი ხანია აფრიკაში ამრავლებენ, როგორც სასოფლო სამეურნეო საქმეში დამხმარე ცხოველს. მეტიც, ბოლო დროს ამ მღრღნელის უნარები აქტიურად გამოიყენება ნაღმის აღმოჩენისა და ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადგენად. ის საოცრად ჭკვიანი არსებაა, ამიტომ ზოგიერთ ადამიანს სახლში შინაური ცხოველის სტატუსით ჰყავს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

კატამ საკუთარი კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო​

თრითინამ გადაწყვიტა, საკუთარი შვილი ადამიანისთვის ეჩვენებინა... საოცარი სანახავია, თუ როგორ მიჰყავს მას მამაკაცი საკუთარ ნაშიერთან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?