თუ ოდესმე სახლში თაგვს დაიჭერთ, ეს უნდა იცოდეთ (+ვიდეო)
თუ ოდესმე სახლში თაგვს დაიჭერთ, ეს უნდა იცოდეთ (+ვიდეო)
სახლში ცხოველის ყოლა ადამიანისთვის სასარგებლოა. შინაური ბინადარი გეხმარებათ სტრესის დაძლევაში, ოჯახში ყოველთვის ხალისია. ამასთანავე,  ის დიდ სიყვარულს გასცემს, თუმცა, დაუპატიჟებელი "სტუმრები" პატარა თაგვის ან ვირთხის სახით, არასასიამოვნოა. ბევრისთვის კი - შიშისმომგვრელიც.

თუ ცხოველთა მოყვარული ხართ და არ გინდათ სახლში შემოპარულ თაგვს ზიანი მიაყენოთ, გთავაზობთ, მისი მოშორების მარტივ გზას, ყოველგვარი ხაფანგისა და გალიის გარეშე.

"წებო ხაფანგი" არ მოკლავს თაგვს, ამასთანავე, შეგიძლიათ, დაზიანების გარეშე მღრღნელი გარეთ გაუშვათ. აიღეთ წებო-ქაღალდი და დადეთ იმ ოთახში, სადაც თაგვს შეამჩნევთ.
ქაღალდის წებოზე დაკრული მღრღნელი, გადაიყვანეთ ყუთში,
დაასხით მცირე რაოდენობის საკვები ზეთი, რომ თაგვი განთავისუფლდეს, ხოლო შემდეგ ეზოში გაუშვით.

დეტალურად: იხილეთ ვიდეო

ეს ძალიან
კარგი იდეაა, ვისაც არ სურს, ზიანი მიაყენოს პატარა მღრღნელს.

ასევე იხილეთ:

რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი ნივთებს იპარავს?

როგორ გავაკეთოთ კატისთვის სახლი?

კატა და ძაღლი - როგორ მივაჩვიოთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას!
ეეჰ
გაუშვებ და გავაცილებ დამკვრელებით კიდევ! დაგიყრის წრუწუნებს,აუშვებს საშინელ სუნს და მერე მიხვდები რა უნდა გააკეთო. პირადად მე "ტყვედ" რომ ავიყვან, მდუღარეს ვასხამ და მერე "ვუშვებ" ფანჯრიდან.ცოტა სადიდტურია,მაგრამ მეზიზღებიან.
****
წებო მინაზე დავასხით და მეორე დღეს შევამჩნიეთ, რომ ერთ ადგილას ნაცრისფერი ბეწვები იყო დაწებებული, თვითონ თაგვი კი არსად ჩანდა. ერთი-ორი დღის შემდეგ ჩემი ძმა კომპიუტერში ფილმს უყურებდა და მის წინ ნახევრად ნაცრისფერი და ნახევრად ვარდისფერი თაგვი გამოცუნცულდა, დასკუპდა და ფილმის ყურება დაიწყო. ჩემი ძმა ჯერ გადაირია, დააფრთხო თაგვი, მაგრამ ვერ მოკლა. მეორე დღეს ისევ გამოჩნდა და ისევ დასკუპდა მონიტორთან. რამდენიმე დღე გაგრძელდა ესე,მერე ისევ დაეკრა წებოვან ქაღალდს და ქაღალდიანად გადავაგდეთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?