პატრონმა უზარმაზარი კურდღელი სახლიდან "გააძევა"
პატრონმა უზარმაზარი კურდღელი სახლიდან "გააძევა"
შოტლანდიელი ცხოველთა დამცველები ცდილობენ მოძებნონ ახალი ოჯახი  კურდღლისთვის, რომელსაც ატლასს ეძახიან. ის გიგანტური ჯიშის გერმანული კურდღელია, რომელიც დაახლოებით 7 კგ-ს იწონის. ატლასი სიდიდით საშუალო ზომის ძაღლს უტოლდება.

სტანდარტული კურდღლების გალიაში ვეღარ ეტევა. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, ატლასი ძალიან მეგობრული ცხოველია, მას ასევე მოსწონს, როცა ადამიანებს ეხუტება. მისი უზარმაზარი ყურები არაერთ მნახველს აოცებს.

"ატლასს სჭირდება განსაკუთრებული ოჯახი. ის საოცრად მეგობრულია, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს საყვარელი არსება არ მოგცმთ საშუალებას მოიწყინოთ."- წერენ გლასგოს ცხოველთა დამცველები საკუთარი Facebook-ის გვერდზე.

Zooclub

ატლასი აგრძელებს ზრდას. ის უკვე 5
კგ-ს აჭარბებს და შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში 24 კგ-მდე იწონიდეს. მისმა ყოფილმა პატრონმა ვერ უზრუნველყო კურდღლისთვის
საჭირო პირობების შექმნა, ამიტომ ცხოველი თავშესაფარში ჩააბარა.

ცხოველთა დამცველები ცდილობენ ატლასს მზრუნველი ოჯახი მოუძებნონ. გერმანული გიგანტური ჯიშის კურდღლები საკმაოდ ემოციური არსებები არიან, მათ ძალიან რთულად გადააქვთ სტრესი. 

მომავალ მფლობელს სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ატლასს დასჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა. ამიტომ სასურველია, რომ მის პატრონს გიგანტური კურდღლის მოვლის გამოცდილება ჰქონდეს.

ასევე იხილეთ:

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ

7 წლის ძაღლი პატრონმა სახლიდან გააგდო, მიზეზი გაგაოცებთ...


...
ალბათ ღორივით ჭამა ენდომება:D
manana-sh
უსიტყვოდ ვიშვილებდი....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?