ბაჭიების სამოთხე იაპონიაში (+ფოტო)
ბაჭიების სამოთხე იაპონიაში (+ფოტო)
პატარა იაპონური კუნძული ოკუნოსიმა ბაჭიების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ ზოოპარკად შეიძლება ჩაითვალოს.

აქ 300-ზე მეტი ბაჭია ცხოვრობს. ისინი თავისუფლად დასეირნობენ კუნძულის მთელ ტერიტორიაზე. ბაჭიების კუნძულზე ყოფნის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ 1971 წელს კუნძულზე ექსკურსიაზე ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეების ჯგუფმა რამოდენიმე ბაჭია ჩამოიყვანა. მალე ყურცქვიტებმა მთელი კუნძული დაიკავეს.

სინამდვილეში ბაჭია აქ უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ 1945 წლიდან არსებობდა ოკუნოსიმაზე ზესაიდუმლო სამხედრო ბაზა, რომელიც შხამიანი აირების წარმოებით იყო დაკავებული. ომის შემდეგ ქარხანა განადგურდა, ხოლო
მცხოვრებლებმა და მუშაკებმა კუნძული დატოვეს.

სამაგიეროდ, ახლა ამ ადგილს შეიძლება, ბაჭიების სამფლობელო დავარქვათ.
მიუხედავად იმისა,
რომ გარეული ცხოველები არიან, ისინი შიშის გარეშე ხვდებიან ტურისტებს, უხტებიან მუხლებზე და მათი ხელიდან იკვებებიან. ოკუნოსიმას დამთვალიერებლებს უფლება აქვთ აჭამონ და მოეფერონ ცხოველებს. მათ კიდეც სთავაზობენ ბაჭიებისთვის საკვების მოტანას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ბუნებრივი საჭმელი კუნძულზე არასამყოფია.

ყოველწლიურად, კუნძულზე 100 000 ტურისტი ჩადის. აქ არის ასევე სასტუმრო, პატარა კემპინგი და გოლფის მინდორი.

იმისათვის, რომ ადგილობრივი ფუმფულა მოსახლეობა დაიცვან, ტურისტებს აკრძალული აქვთ კუნძულზე ძაღლებისა და კატების ჩამოყვანა.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?