როგორ გადაურჩა ზოოპარკში გველისთვის საკვებად მიყვანილი ბაჭია შეჭმას (+ვიდეო)
როგორ გადაურჩა ზოოპარკში გველისთვის საკვებად მიყვანილი ბაჭია შეჭმას (+ვიდეო)
ის ფაქტი, რომ ზოოპარკში  ცოცხალ მღრღნელებს საკვებად აწვდიან ქვეწარმავლებს, ცხოველთა მოყვარული ადამიანისთვის ყოვლად დაუშვებელია. მიუხედავად ცხოველთა დამცველების დიდი წინააღმდეგობისა, ეს თითქმის ყველა ზოოპარკში ხდება.

გუანსის (ჩინეთი) პროვინციაში მდებარე ზოოპარკში სხვა ცხოველებთან ერთად, ბინადრობენ წითელ წიგნში შესული ქვეწარმავლებიც. იქ პერიოდულად ცოცხალი მღრღნელები მიყავთ საკვებად, თუმცა, ერთ-ერთი კურდღელს, რომელიც ასევე პითონის გამოსაკვებად მიიყვანეს,  ნამდვილად გაუმართლა.

ეს პატარა ბაჭია უნარშეზღუდული აღმოჩნდა. მას მხოლოდ წინა თათებით შეეძლო გადაადგილება და უკანა თათებს ვერ იყენებდა. კურდღელს უკანა კიდურები ზევით ჰქონდა აღმართული და ისე დახტოდა. მისი სიარული ზოოპარკის პერსონალისთვის ეფექტური სანახაობა აღმოჩნდა,
ამიტომ გადაწყვიტეს კურდღლის დატოვება. მათი აზრით, ეს ზოოპარკის დამთვალიერებლებისთვის შთამბეჭდავი  იქნებოდა.

Zooclub

ასე გადაურჩა პატარა ბაჭია
გიგანტურ პითონს, რომლის სადილადაც ამზადებდნენ ზოოპარკის თანამშრომლები.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მიტოვებული ძაღლი პატრონს ავტობუსში ეძებს

ჩინეთში ყველაზე ლამაზი ქათამი გამოავლინეს

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

liza
ასეთი თეთრი ლამაზი ბაჭია მყავდა, ფირუზა ერქვა, ლამაზი ფირუზისფერი თვალები ქონდა. ისეთი ჩკვიანი და საყვარელი იყო ჩვენი ფირუზა. საწყალი მეზობელმა შეგვიჭამა, არ ვიცი ამისთანა რა შიოდა. ასე ამბობენ ადამიანი რომ კვდება და სული ცაში მიდის ჯერ ცისარტყელა უნდა გაიაროს რომ სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარებთან მივიდეს, ყველა ის ცხოველი რაც კი ადამიანს ყოლია იმ ცისარტყელასთან ელოდება თავის პატრონს.
manana-sh
საყვარელი ბაჭია, ნეტავ ჩემთნ იყო, სიცოცხლის ბოლომდე მოგივლიდი, ეჰ..............
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?