დეკორატიული კურდღლის გამორჩეული ჯიშები
დეკორატიული კურდღლის გამორჩეული ჯიშები
კურდღელი დიდი ხანია, მოშიანურებული ყავს ადამიანს, მისი წინაპარი გარეული კურდღელია. ქვის ხანიდან მოყოლებული ადამიანები იშინაურებდნენ ამ ცხოველს.
დღეს ძალიან დიდი პოლულარობით სარგებლობს , როგორც ოჯახის ფუმფულა ბინადარი, დეკორატიული კურდღელი.
მსოფლიოში დეკორატიული კურდღების დაახლოებით 200 სახეობა არსებობს. უმეტესად მათი კლასიფიკაცია ხდება ზომების (დიდი, საშუალო, პატარა) და ბეწვის სიგრძის (არის საშუალო, გრძელი და მოკლებეწვიანი) მიხედვით.
მანამ, სანამ მიიღებდეთ ინფორმაციას, თუ როგორ შეარჩიოთ და სად იყიდოთ კურდღელი, როგორ კვებოთ, ან რა პირობებში იყოლიოთ ის, გადახედეთ მის რამდენიმე გავცელებული სახეობას.


რექსის ჯიში

ეს მოკლებეწვიანი
კურდღლის ჯიში გამოყვანილია საფრანგეთში. ზრდასრული რექსი 4 კგ-ზე მეტს იწონის. ტანი მოგრძო აქვს, წაგრძელებული პატარა
თავით, ყურები საშუალო ზომის. ამ ჯიშის კურდღელს ულვაშები მოკლე აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში მოხრილი. მისი ბეწვი მაქსიმუმ 2 სმ სიგრძის არის და ის ძალიან რბილი და ფაფუკია. რექსის ფერები ძრითადად არის - თეთრი, მონაცრისფრო, რუხი. ეს ჯიში ასევე გვხვდება მინიატურული კურდღლების სახეობებშიც.

ცხვრისებრი კურდღელი

ძალიან საინტერესო ჯიშია, გამოირჩევა ყურის ფორმით, რომელიც სულ დახრილია და არასოდეს აცქვიტილი, მის შემხედვარეს თვალწინ ცხვარი წარმოგიდგებათ. ცხვრისებრი ჯიშის კურდღელს სქელი, ერთფეროვანი ბეწვი აქვს. მისი წონა 5 კგ-მდე აღწევს.

ციყვისებრი კურდღელი

მისი სამშობლო გერმანიაა. ჯიში გამოყვანილია ვენური ცისფერისა და გავანის ჯიშის კურდღლებისაგან. ეს კურდღელი მოცისფრო- რუხი შეფერილობისაა, ცოტა გრძელი, ხისტი ტანის მოყვანილობა აქვს. ზრდასრული ციყვისებრი კურდღელი წონაში 3 კგ-ზე მეტს აღწევს. ყურები პატარა და დაცქვეტილი აქვს.

პეპლისებრი კურდღელი

ეს ჯიში ინგლისში გამოიყვანეს და სახელწოდება პეპელა მისი შეფერილობის გამო დაარქვეს. მას თეთრ ბეწვზე შავი ფერის სხვადასხვა ზომის ლაქები აქვს გაბნეული, რომელიც თავის არეში მოხაზულობით, პეპლის ფრთებს წააგავს. პეპლისებრი კურდღლის წონა 4-5 კგ-მდე აღწევს. თავი პატარა ზომის აქვთ, მამლებს ცოტა წინ წამოწეული ყბით.

შავი-ცეცხლოვანი ჯიში

პატარა ზომის ინგლისური ჯიშის კურდღელი, მან ეს სახელი მისი შეფერილობის გამო მიიღო. მისი ბეწვი შავ-ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი, ძალიან ფაფუკი და მბზინვარეა. ის საშუალო ზომისაა და დაახლოებით 3 კგ-ს იწონის, ხოლო ყურები 10 სმ-მდე სიგრძის ეზრდება.

ჰოლანდიური ჯიში

ამ ჯიშის კურდღელი საშუალო ზომის იზრდება. მისი ფერები კონტრასტულია, განსაკუთრებით ყურების, ლოყებისა და კუდის მიდამოებში. ჰოლანდიური კურდღლის საშუალო წონაა 3,5 კგ. ჰოლანდიური ჯიში გამოირჩევა პატარა ტანითა და ასევე მომცრო თავით, მაგრამ ყურები დიდი და დაცქვეტილი -10-12 სმ სიგრძის - აქვს.

დეკორატიულ კურდღლებს შორის აღსანიშნავია კიდევ ერთი ჯგუფი - მინიატურული კურდღელი, რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. ეს ჯუჯა კურდღლები ძალიან ლამაზი ცხოველები არიან, სიამოვნებთ მოფერება და არ არის რთული მოსავლელი. რაც ყველაზე კომფორტულია, ის მცირე ზომის არის და მისი ოჯახში ყოლა და მოვლა მარტივია.


გალერეა
ჰოლანდიური ჯიში
შავი-ცეცხლოვანი ჯიში
პეპლისებრი კურდღელი
ციყვისებრი კურდღელი
ცხვრისებრი კურდღელი
რექსის ჯიში
mariami
მე ყველაზე მეტად რექსის ჯისის კურგელი მომწონს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?