რამდენ ხანს ცოცხლობს სხვადახვა სახეობის შეინაური მღრღნელი?
რამდენ ხანს ცოცხლობს სხვადახვა სახეობის შეინაური მღრღნელი?
ზღვის გოჭები, ზაზუნები, დაგუ, შინშილები, დეკორატიული თაგვები და ვირთხები - ყველა მათგანი მღრღნელების რიგს მიეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ერთი წარმომავლობისა, ეს არსებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, როგორც ფიზიოლოგიით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით.

მღრღნელის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მომავალ მფლობელს მასზე ზოგადი ინფორმაცია ჰქონდეს. ამ სტატიაში კი მოცემულია გაცილებით პოპულარული მღრღნელების სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მღრღნელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა:

დეკორატიული ვირთხა: 2-3 წელი
Zooclub
დეკორატიული თაგვი: 1,50- 2,5 წელი
Zooclub
ზღვის გოჭი: 6-9 წელი
Zooclub
შინშილა: 15-20 წელი
Zooclub
დაგუ: 8 წელი
Zooclub
ციმბირული ანუ ცეროდენა ჯუჯა ზაზუნა, კემპბელის ზაზუნა: 2-3
წელი
Zooclub
რობოროვსკის ზაზუნა: 1,5 - 2 წელი
Zooclub
ჩინური ზაზუნა: 2-4 წელი
Zooclub


შედარებისთვის, ამ ჩამონათვალს დავუმატოთ სხვა პატარა ზომის შინაური ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა. ისინი არ მიეკუთვნებიან
მღრღნელების რიგს, თუმცა, ხშირად მოიხსენიებენ ამ სახეობებთან ერთად:

თრითინა (სინდიოფალა): 8-10 წელი;

დეკორატიული კურდღელი: 8-12 წელი.

რა ფაქტორები მოქმედებს მღრღნელების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?

ყველა მზრუნველი პატრონის ამოცანაა: შინაური ცხოველისთვის უზრუნველყოს სწორი და ბალანსირებული კვება, თავის მღრღნელს შეუქმნას ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები და რეგულარულად შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კვების სასარგებლო რაციონი, მღრღნელისთვის კომფორტული პირობები, სტრესის გარეშე ყოფნა, ნორმალური ფიზიკური აქტივობა, სპეციალისტთან პროფილაქტიკური შემოწმება - სწორედ ეს არის ცხოველის ჯანმრთელობის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც შესაბამისად უზრუნველყოფს შინაური ბინადრის დიდხანს სიცოცხლეს.

ასევე იხილეთ:

როგორ მოვიპოვოთ ზაზუნას ნდობა და როგორ ვეთამაშოთ მას?

როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?

12 რჩევა: რა უნდა ვიცოდეთ ზაზუნას ყიდვის დროს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?