თუ თქვენი მღრღნელი იკბინება
თუ თქვენი მღრღნელი იკბინება
მღრღნელები მშვიდი არსებები არიან, ისინი უმიზეზოდ არ კბენენ პატროს.
თუ ის იკბინება, ესეიგი, ამის მიზეზი არსებობს. უმეტეს მშემთხვევაში ის, თავდაცვის მიზნით იკბინება, მაშინ, როდესაც შეშინებულია. იმის მიხვედრა კი რთული არ არის, როდის არის თქვენი ბინადარი შეშინებული. შიშის დროს ის დგება უკანა თათებზე, ან პირიქით, მიწას ეკრობა და ჩასაფრებულია. ამ დროს მისი ხელის ხლება არ ღირს. კიდევ ერთი - თუ შეეხებით მძინარე მღრღნელს, დიდი ალბათობაა, რომ ის გიკბენთ.

მღრღნელმა შეიძლება გაგფხაჭნოთ იმ შემთხვევაში, თუ ხელზე საკვების სუნი გაქვთ, მას ჰგონია, რომ სასუსნავს
აწვდით. ამის თავიდან ასაცილებლად, სანამ თქვენს პატარა ბინადარს მიუახლოვდებით, გადაიბანეთ ხელები.

მსგავს შემთხვევებში, ნუ დასჯით
ცხოველს, ის ძაღლი არ არის, რომ ასწავლოთ, როგორ მოიქცეს. დააბრუნეთ ეს პატარა არსება გალიაში და დაიმუშავეთ ნაკბენი ადგილი. თუ მღრღნელი ჯანმრთელია, თქვენს ჯანმრთელობასაც საფრთხე არ დაემუქრება.

მღრღნელი- მშიშარა და უსუსრია, ისიც განიცდის და გრძნობს, ყველაფერს რაც მის გარშემო ხდება, ამიტომ ეცადეთ, რომ არ გააღიზიანოთ ეს პატარა არსება.

ტეგები
ნატალია
მე მყავდა ორი ზაზუნა და რატომღაც ერთმა მეორე შეჭამა.საშინელი სანახავი იყო.
*
მე მიკბინა ერთხელ ჩემმა ვარდისფერმა სუნსულიკამ:):)დაძინებულს მოვეფერე და იმიტომ:) შრატი გავიკეტე:D ნეტა ცოცხალი იყოს და კიდე მიკბინოს ტუ უნდა:(:(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?