რატომ და რითი ავადდებიან ზაზუნები?
რატომ და რითი ავადდებიან ზაზუნები?

რამდენიმე შეკითხვა და პასუხი მღრღნელების სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით.

1. რატომ ეწირპლება ზაზუნას თვალები?
ზაზუნას თვალზე წირპლი უჩნდებათ, გაციების, ან თვალის ინფექციის დროს, ამას შესაძლოა, დაერთოს თვალის ცრემლიანობაც.

რას აკეთებთ:
თვალში ჩააწვეთეთ (თუნდაც, მხოლოდ ერთი თვალი ეცრემლებოდეს) ლევომიციტინის წვეთები. 1 წვეთი ერთ თვალში, დღეში 2- ჯერ. სრული კურსი მოიცავს 7 დღეს.

2. რატომ სდის სისხლი ზაზუნას?
სისხლდენა შეიძება სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვიოს- ტრავმის გამო, ნაწლავური ინფექცვიის დროს და ასევე შესაძლოა წყლულის, ან სისმსივნური დაავადების დროს.

რას აკეთებთ:
სისხლმდენ ადგილას აუცილებელია გაუკეთოთ პერეკისის სტერილური ტამპონი.
რეკომენდებულია აჩვენოთ ექიმს.

3. რატომ აქვს ზაზუნას სველი (ნოტიო) ბეწვი?
ბეწვის სისველეს იწვევს, ვირუსული, ან ბაქტერიული
ინფექცია საწყის სტადიაში.

რას აკეთებთ:
მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.

4. რატომ სცვივა ბეწვი ზაზუნას? რატომ მელოტდება?
ბეწვის ცვენა მღრღნელებს ემართებათ, როდესაც:
ალერგიული რეაქცია აქვთ, მაგ: საკვებზე
ვიტამინების ნაკლებობისა ან გადაჭარბების შემთხვევაში
ორგანიზმში პარაზიტების, ან გარე საფარზე ტკიპების გაჩენის დროს.

5. რატომ გამოსცემენ ხმას მღრღნელები?
მათ ასეთ ქმედებას, აქვს რამდენიმე მიზეზი: მღრღნელი გამოსცემს ხმას , როდესაც მას რაიმე სტკივა, ეშინია, ან კონტაკტობს ადამიანთან (რაც ნორმალურია). თუ ეჭვობთ, რომ თქვენს ბინადარს რამე აწუხებს, სასურველია, აჩვენოთ ექიმს.

6. რატომ ვერ ახელს მღრღნელი თვალებს?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ინფექციური დაავადება, მის თვალში მოხვდა ნახერხის ნამცეცი (მაგ: თუ მის გალიაში არის ძალიან წვრილად დანაწევრებული ნახერხი), ან ძლიერი სიცხის გამო.

რას აკეთებთ:
გაუხსენით თვალები და ჩააწვეთეთ ლევომიციტინის წვეთებით. 1 წვეთი 2-ჯერ ყოველდღე (მაქსიმუმ 6-7 დღე).
კარგად დაათვალიერეთ მისი თვალები, უცხო სხეულის მოხვედრის შემთხევევაში, სასურველია, თვალები მობანოთ.


7. რატომ კანკალებენ მღრღნელები?
ისინი კანკალებენ, როდესაც აქვთ მაღალი ტემპერატურა, ან შეიძლება მათი გალია დგას ორპირში და სცივათ.

რას აკეთებთ:
დადეთ მღრღნელისთვის განკუთვნილი გალია თბილ ადგილას (თუ მისი გალია ისეთ ადგილას დგას სადაც ორპირია, ის შეიძლება იოლად გაცივდეს).
აუცილებლობის შემთხვეაში აჩვენეთ ექიმს.

8. რატომ სვამენ მღრღნელები ზომაზე მეტ წყალს?
თუ თქვენი მღრღნელი ოთახში გყავთ, სადაც ძალიან ცხელა, ისინი იწყებენ წყლის გაძლიერებულად სმას, შეიძლება ჰქონდეთ ცხელებაც, ან სულაც ბევრი წყლის დალევა თირკმელების დაავადების მიმანიშნებელი იყოს.

რას აკეთებთ:
მოათავსეთ ის შესაბამის ტემპერატურის ოთახში.
მიმართეთ ვეტერინარს.

9. რატომ იქავებენ ტანს მღრღნელები?
მსგავსი ქმედება შესაძლოა, მიუთითებდეს პარაზიტების (ტკიპა, რწყილი) არსებობაზე მის ბეწვში, ან ალერგიაზე ორგანიზმში ( შეუსაბამო საკვები).

რას აკეთებთ:
წაუსვით კანზე პარაზიტებისაგან დამცავი საშუალება.
შეუცვალეთ კვების რაციონი.

10. რატომ აცემინებენ მღრღნელები?
მღრღნელს ხშირი ცემინება ეწყება, როდესაც ცივდება (რამდენიმეჯერ დაცემინება ნორმალურია მღრღნელისთვის, თუ მას არ ერთვის სხვა სიმპტომიც).

რას აკეთებთ:
გაციების შემთხვევაში თქვენი ბინადარი მოათავსეთ ნორმალური ტემპერატურის ოთახში, სადაც არ იქნება ორპირი და დაალევინეთ წვეთებათ ელიკასოლის- სხვადასხვა ბალახეულის ნაკრების თბილი ნაყენი (1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი). ნაყენი დაალევინეთ- ერთი ან ორი წვეთი, დღეში 2-ჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

tekla
გამარჯობა! მაინტერესებს თუ ზაზუნას მაღალი ტემპერატურა აქვს რა უნდა გავაკეთოთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?