კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 17-06-2017
კითხვა: მოგესალმებით, ჩემს ძაღლს სისტემატურად ემართება ცრუ დედობა (რძე უდგება და ამ პერიოდში ხასიათიც ეცვლება) რით შეიძლება მკურნალობა, ფიზიკურად ჯანმრთელია. შთამომავლობა არ მინდა. ემოციური ძაღლია და არ მინდა სტერილიზაციით ტრამვა მივაყენო.
პასუხი: გამარჯობა, თუკი შეჯვარებას არ აპირებთ ამ შემთხვევაში საშვილოსნოსა და საკვერცხეებში შეგუბებითი პროცესები იწყება და საკმაოდ მაღალი რისკია სიმსივნის. გარდა ამისა ცრუ ორსულობის პრობლემასაც ვერ მოაგვარებთ და ამით უფრო დიდი ტრავმა ადგება ძაღლს ვიდრე გასტერილებით. სტერილიზაცია ძალიან მარტივი ოპერაციაა და საქართველოში უკვე უახლესი ტექნიკით აკეთებენ. პოსტოპერაციული პერიოდიც ძალიან მარტივია. ძაღლის საკეთილდღეოდ გირჩევთ გაუკეთოთ სტერილიზაცია
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?