კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 14-04-2017
კითხვა: გამარჯობა, მყავს ტაქსა ძაღლი 5 თვის 3 თვე სახლშ მყავდა შემდეგ ცოტახანი ეზოშ გავუშვი თავისი სახლიც ქონდა გაკეთებული რამდენიმე დღეშ შევამჩნიე გამონაყარი სახეზე, მყავდა რამდენიმე ვეტერინართან და ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი დასვა ზოგმა ეპილეფსია აქვსო ზოგმაც ძარღვი აქვს დაჭიმულიო, აცრა ჯერ არ გაგვიკეთებია არც ჭიაზე არ არის დამუშავებული და ვითმ ამის ბრალია?ახლა ფეხზე ვერ დგება როცა დგება ეცემა მაშინვე ნემსებს ვუკეთებ ვეტერინარმა გვითხრა და შედეგს ველოდებით გთხოვთ მითხრათ როგორ მოვიქცე.
პასუხი: გამარჯობა. გამონაყარს, ეპილეფსიასა და ძარღვის დაჭიმულობას ერთმანეთთან რა კავშირი აქვს ცოტა გაუგებარია. ანალიზების გარეშე ნუ ენდობით დიაგნოზს, გაუკეთეთ კანის ანალიზი, იმ შემთხვევაში თუ გამონაყარი აქვს და ბეწვის ცვენა , სისხლის ანალიზი და ექოსკოპია. აცრები მოიცავს ვირუსულ დაავადებებს, თუკი ძაღლს ვირუსი აქვს სიმპტომები მხოლოდ გამონაყარით არ შემოიფარგლებოდა. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ძაღლის მდგომარეობის აღწერა და ვეტერინარების დიაგნოზები ბუნდოვანია და რთულია რამის თქმა, მიიყვანეთ კარგ ვეტერინართან, რომელიც გაუკეთებს ანალიზებს და ამის შემდეგ დასვამს დიაგნოზს.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?