კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 30-03-2017
კითხვა: გამარჯობა, 3 თვის არის ჩემი ლეკვი და 2-ჯერ აიცრა ჯერ და მესამე დარჩა, ორჯერ გაგვეპარა გარეთ , პირველად ორი დღის წინ და მეორედ დღეს , რომ შემოვიყვანეთ ნახევარ საათში გული აერია და ახლა ძალიან მოწყენილია, რეგიდრონი და ბისეპტოლი დავალევინეთ და ძალიან მეშინია , შეიძლება რომ რაიმე დაავადება ჰქონდეს? თუ უბრალოდ რამემ აწყინა? ისე ყველაფერს ჭამს რასაც დაინახავს , და იმ მასაში რაც ამოიგო უცნაური რაღაცები იყო ისეთი რაც არ უჭამია (მშრალ საკვებს ჭამს მაღალი ხარისხისას)
პასუხი: გამარჯობა, პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ ძაღლების აცრა მოიცავს ოთხ ეტაპს - სამჯერ კომპლექსური ვაქცინით აცრას და ერთხელ ცოფის ვაქცინით. თუკი გარეთ გაგეპარათ რა თქმა უნდა არის შანსი, რომ რაიმე ისეთი დაავადება გადასდებოდა, რასაც აცრა მოიცავს, მაგრამ ჯერ არ აქვს მასზე ბოლომდე იმუნიტეტი გამომუშავებული. თუმცა ამის შანსი მცირეა, რადგან ორჯერ უკვე აცერით. გულისრევა დიდწილად იმის გამო იქნება განპირობებული, რომ გარეთ რაღაც შეჭამა, თუმცა დააკვირდით მაინც, მომდევნო კვირის განმავლობაში რაიმე სხვა სიმპტომებს თუ გამოავლენს ან არსებული სიმპტომი თუ გაუვლის. გირჩევთ ვეტერინარის გარეშე თვითნებურად არ მისცეთ ანტიბიოტიკები თქვენს ძაღლს! (ამ შემთხვევაში ბისეპტოლი) . თუკი გულისრევა მომდევნო დღეებში კიდევ ექნება მიიყვანეთ ვეტერინართან
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?