კითხვა ვეტერინარს - ფრინველები
დამატებულია : 12-02-2017
კითხვა: გამარჯობათ მაინტერესებს თუ რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა ?ჩემი თუთიყუში არის მოღუშული,ძალა არ აქვს და თხლად გადის განავალზე. გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი: გამარჯობა.
კუჭის აშლა არის ძალიან ცუდი თუთიყუშებში და სასწრაფოდ მისახედია.
სასწრაფოდ იყიდეთ ზოომაღაზიაში (ჩვენ საიტზეა ზოორუქა, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ახლომდებარე, ან საბითუმო ზოომაღაზიის კოორდინატები, დარეკოთ და გადაამოწმოთ აქვთ თუ არა ეს პრეპარატი) - ენროფლოქსაცინი 10% იანი.
ერთი გრამი ერთ ლიტრ წყალში უნდა გააზავოთ და 3 დღის განმავლობაში წყლის მაგიერ ეს სვას. ოღონდ ყოველ დღე ახლად უნდა გაუკეთოთ ეს ნაზავი.
ამ სამი დღის მანძილზე საკვები არ მისცეთ არაფერი, გარდა თავისი მარცვლელულისა! - არც ხილი და არც არაფერი არანაირად!!!!
კუჭის აშლა სერიოზული პრობლემაა მისი სიცოცხლისთვის, თუ დროზე არ მიაქციეთ ყურადღება!
სასწრაფოდ მიხედეთ ფრინველს თუ შეიძლება!
კატეგორიები - ფრინველები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?