კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 19-12-2016
კითხვა: გამარჯობა...ასეთი კითხვა მაქვს, მყავს ეზოს ძაღლი, რომელსაც ქეცი გადაედო ქუჩის ძაღლისგან,ექავება იმ ადგილზე გამონაყარი აქვს,უწითლდება და თმა ცვივა. რით შეიძლება ვუმკურნალო?არის რამე საშუალებები? მადლობა...
პასუხი: გამარჯობა, საჭიროა კანზე ანალიზის გაკეთება, რადგან ძალიან ბევრი დაავადება არსებობს მსგავსი კლინიკური ნიშნებით და ვეტერინარიც ვერ მიხვდება ზუსტად რომელია ანალიზის გარეშე. კანის დაავადებების მკურნალობა მარტივია, უბრალოდ ცოტა ხანგრძლივ დროს მოითხოვს (1-2 თვე) დაუკავშირდით რომელიმე ვეტერინარს, ძაღლი თუ ვერ მიგყავთ კანის ანაფხეკის და ბეწვის მიტანაც შეიძლება (თუმცა ძაღლს თუ მიიყვანთ უფრო სწორად და ზუსტად გაკეთდება ანალიზი)
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?