კითხვა: მოგესალმებით, მყავს 1 თვის ინგლისური კოკერ-სპანიელი. ვაცჰმევ ყოველ 3 საათში ერთხელ მაწონს და ხაჭოს. ხვალიდან ვაპირებ მშრალი კორმის მიცემას, რას მირჩევდით? და კიდევ ძალიან მინდა კლუბში გავაწევრიანო. ხომ ვერ დამაკვალიანებთ? ჩემთვის პირველი ძაღლია და გამოუცდელი ვარ ამ სფეროში
პასუხი:
გამარჯობა, პირველ რიგში გეტყვით, რომ მაწონი არ არის სასურველი ძაღლებისთვის, მითუმეტეს ასე სისტემატიურად. მშრალ საკვებზე გადაყვანა უნდა მოხდეს ნელნელა, პატარ-პატარა ულუფებით, შესაძლებელია რასაც აჭმევთ იმაში შეურიოთ ხოლმე ჯერ ცოტცოტა, ნელნელა გაზარდოთ რაოდენობა და საბოლოოდ უკვე მხოლოდ მშრალი საკვები მისცეთ. მაგრამ გირჩევთ მაწონი ამოიღოთ მისი კვების რაციონიდან. რაც შეეხება კლუბს, კონკრეტულად ვერ გირჩევთ რომელიმეს, ინტერნეტში განთავსებულია მათი მისამართები, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გადაწყვიტოთ რომელში გსურთ თქვენი ლეკვის გაწევრიანება