კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 12-11-2016
კითხვა: გამარჯობათ რამდენი დღეა კრიტიკული ენტერიტით დაავადების დროს ანუ რამდენ დღეში მივხვდებით რომ ძაღლი უკვე გამომჯობინების გზაზეა ან პირიკით. და კიდევ ერთი -როცა ძაღლი სისხლზე გადის და გულსაც სისხლი თ ირევს ასკარიდოზისთვის დამახასიათებელია თუ არა? და რამდენ დღეში ინკურნება ასკარიდოზი?
პასუხი: გამარჯობა, ენტერიტით დაავადებისას გამოჯანმრთელების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე : გამომწვევ მიზეზზე ვირუსი/ბაქტერია, დაავადებამდე იმუნიტეტის მდგომარეობაზე, ასაკზე, მკურნალობაზე და ა.შ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოდნავი გაუმჯობესება 1-2 დღეში უნდა დაეტყოს. საბოლოო გამოჯანმრთელებას სჭირდება 1-2 კვირა (ხანდახან მეტიც). მნიშვნელოვანია კარგად დააკვირდეთ და დარწმუნდეთ, რომ მდგომარეობა უარესობისკენ არ მიდის (დამატებითი სიმპტომები თუ გამოუვლინდა, ფაღარათი გაუმწვავდა, მადა არ აღუდგა ან თუ აქვს დაკარგა და ა.შ ). რაც შეეხება ასკარიდოზს, ამ შემთხვევაში გულისრევა ერთერთი სიმპტომია, მაგრამ როდესაც ნაწლავები პარაზიტებითაა სავსე, ემართებათ კოლიტი. (პარაზიტები შესაძლოა სხვა ორგანოებზეც გაუჩნდეს) როგორც კი ჭიის საწინააღმდეგო წამალს მისცემთ, მაშინვე იწყება პარაზიტების დახოცვა, ყურადსაღებია დაავადების სიმძიმე, ანუ რამდენად ბევრი პარაზიტი ჰყავს. იმ შემთხვევაში, როცა ბევრია მათი რაოდენობა, წამლის დოზების მიცემა ხდება ნელნელა მცირე რაოდენობით, რომ ცხოველმა შეძლოს მათი გამოყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცილი პარაზიტებიც არანაკლებ საშიშია, ისინი გამოყოფენ ტოქსინებს, შესაძლოა ორგანიზმი მოიწამლოს და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდეს.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?