კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 09-11-2016
კითხვა: გამარჯობათ რამდენად ექვემდებარება ძაღლებში ენტერიტი თუ ვეტ ექიმს მივაკითხეთ დაახლოებით 24 საათში.? ვიყიდეთ ორი თვის ლეკვი რომელსაც აცრა არ ჩატარებია.მესამე დღეს ანუ გუშინ ცოტა მოწყენილი იყო მერე გამოკეთდა და ითამაშა.მაგრამ ამ დილით აეშალა კუჭი და დაეწყო გულის რევა. სამ საათზე ვიყავით ვეტექიმთან და გავუკეთეთ გადასხმა. ანტიბიოტიკი. მას მერე ერთი ორჯერ კიდევ აერია გული.ვასმევთ ელექტროლიტს და სამი საათია უკვე გასული რაც აღარ არევია.მოკლედ იქნებ მიპასუხოთ რამდენად კეთილ საიმედოა ჩემი ლეკვის მდგომარეობა? ხვალ ისევ უნდა წავიდეთ ვეტ ექიმთან
პასუხი: ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იმუნიტეტი აქვს კონკრეტულ ცხოველს, ელექტროლიტები არაა საკმარისი, რომ გამოჯანმრთელდეს, საჭიროა კომპლექსური მკურნალობა, ანტიბიოტიკებიც დასჭირდება, გადასხმები, ამიტომ ვეტერინართან სიარული მოგიწევთ რაღაც პერიოდი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს ვეტერინარი, რომ ორგანიზმის დეჰიდრატაციას შეუშალოს ხელი. დანარჩენი უკვე როგორც გითხარით ინდივიდუალურია
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?